მიხეილ სააკაშვილი პოლიციის ქმედებაზე ან უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას იზიარებს

მიხეილ სააკაშვილი პოლიციის ქმედებაზე ან უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას იზიარებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის ქმედებაზე ან უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას იზიარებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

"მთელ დიპლომატიურ კორპუსს მინდა ბოდიში მოვუხადო დაგვიანებისთვის. ბოდიში მოვუხადოთ იმაზე, რომ ასევე მათ მიმართ იყო განხორციელებული არაკორექტული საქციელი. მე, როგორც ამ სახელმწიფოს მეთაური, ვიზიარებ პასუხისმგებლობას ჩვენი პოლიციის ქმედებაზე, თუნდაც უმოქმედობაზე, მაგრამ დამემოწმებით, რომ არ არსებობს არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტს უკრძალავენ გამოსვლას პარლამენტის წინაშე და საერთოდ უკრძალავენ გამოსვლას სიტყვით სასახლიდან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა