ვანო მერაბიშვილი - "ქართველმა ხალხმა დღეს დაინახა დაბნეული, გაფითრებული და შეშინებული შინაგან საქმეთა მინისტრი"

ვანო მერაბიშვილი - "ქართველმა ხალხმა დღეს დაინახა დაბნეული, გაფითრებული და შეშინებული შინაგან საქმეთა მინისტრი"

ქართველმა ხალხმა დღეს დაინახა დაბნეული, გაფითრებული და შეშინებული შინაგან საქმეთა მინისტრი, - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "ღია ეთერში" გააკეთა.

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მას დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი შეეცოდა.

"დღეს ამ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენეს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ შეურახყოფა მიაყენეს ქართულ პოლიციას. პირველად ვნახე ბოლო ათი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, დაბნეული პოლიცია. მათ არ ჰქონდათ მკვეთრი ბრძანება. ამ შემთხვევაში შემეცოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგან ქართველმა ხალხმა დაინახა დაბნეული, გაფითრებული და შეშინებული შინაგან საქმეთა მინისტრი. ასეთი დაბნეული მინისტრი საქართველოს დიდი ხანია, არ უნახავს " - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით დღეს განვითარებული მოვლენები 90-იან წლებს ახსენებს. "დღევანდელი დღე ისტორიაში ჩაიწერება როგორც ერთერთი მძიმე და არასასიამოვნო დღე. ხალხის თვალწინ მოხდა მასობრივი დარბევა, თავდასხმები. ციხიდან გამოყვანილი ადამიანები იყვნენ მოყვანილი ქალქის ცენტრში და მე ეს ძალიან მაგონებს 90-იან წლებს. როდესაც ჯაბა იოსელიანმა გამოუშვა ციხიდან პატიმრები და ეს პატიმრები, "მხედრიონელები" გამოყენებულ იქნენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. სხვათა შორის სახეები იგივეა, მაშინაც ნანა კაკაბაძე იყო ადვოკატი და ლობისტი მხედრიონის", -განაცხადა მერაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა