გურამ დონაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება

გურამ დონაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება

გურამ დონაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს დანაშაული არ არის, - ამის შესახებ დონაძის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ადვოკატმა გურამ დონაძის დაბრუნების დეტალები დააზუსტა და აღნიშნა, რომ შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში საკუთარი ნებით დაბრუნდა. დონაძე გერმანიიიდან თურქეთში თვითმფრინავით ჩავიდა, რის შემდეგაც საქართველოს საზღვარი ავტომობილით თურქეთიდან, ადვოკატთან ერთად გადმოკვეთა.

როგორც დავით ხაჟალიამ აღნიშნა დონაძე, სწორედ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, სარფზე კანონით დადგენილი პროცედურების ფარგლებში დააკავეს.

"გურამ დონაძე საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს დანაშაულია და, შესაბამისად, წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს", -განაცხადა დავით ხაჟალიამ.

გურამ დონაძის ადვოკატები დავით ხაჟალია და კახა შონია ამ წუთებში ე.წ. მოდულის შენობასთან იმყოფებიან. ადვოკატები გამომძიებელს ელოდებიან, რის შემდეგაც საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულებენ.

12:00 საათისთვის დაგეგმილ სასამართლო პროცესზე კი, სადაც დონაძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე, სხვა პირებთან ერთად, აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეეფარდოს, ადვოკატები დონაძის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.

"შევხედავთ, რამდენად დაასაბუთებს ბრალდების მხარე ბრალს და თუკი პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნა იქნება, ჩვენ მოვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების სხვა სახეს - გირაოს, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ხაჟალიამ.

მისივე ინფორმაციით, გურამ დონაძე საქართველოში წუხელ 3:00 საათზე დაბრუნდა. ადვოკატის განცხადებით, იგი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მას ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩადებული იარაღის ვიდეოკამერით გადაღების მითითებას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო:

-გურამ დონაძე დააკავეს

-გურამ დონაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ