ილია მეორე - უსიამოვნება, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა

ილია მეორე - უსიამოვნება, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა

უსიამოვნება, რომელიც ამ დღეებში პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესის თქმით, ამის მიუხედავად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბოროტება იკურნება მხოლოდ სიყვარულით, ადამიანის ცხოვრება კი გამოცდაა – სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული.

"როგორც ბასილი დიდი ამბობს, ბოროტება ვერ იკურნება ბოროტებით. ბოროტება იკურნება სიყვარულით. ქართველ ადამიანსაც რამდენი რამ უთქვამს ამაზე – "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია". ქართველი ადამიანი არასოდეს ტოვებს ნანგრევებს. აშენებს ახალ შენობას, ახალ იდეებს, სიახლეს, სიკეთეს. ამიტომ არ შეგეშინდეთ ამ მოვლენებისა. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკს შურს ჩვენი", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ხშირად ადამიანი სხვებში ეძებს მტერს, როდესაც სინამდვილეში მტერი საკუთარ თავშია.

"არავინ გაუკეთებს ადამიანს ისეთ მტრობას, როგორც იგი საკუთარ თავს. მოლდოვაში იყო ერთი მქადაგებელი, რომელიც ამბობდა, "ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს". იყო ასეთი შემთხვევა – ერთ ქალს გამოუცხვია პურები და მასში საწამლავი ჩაუდია და მისცა საჭმელად ამ მოხუც მქადაგებელს. მან ვერ მოასწრო ჭამა, როდესაც დაინახა ჯარისკაცი, რომელმაც საჭმელი სთხოვა. მისცა ამ ჯარისკაცს ეს პურები, უჭამია ჯარისკაცს და მოიწამლა. იგი აღმოჩნდა იმ ქალის შვილი, ვინც ეს პურები გამოაცხო. სხვისთვის უნდოდა და თავის თავს გაუკეთა. ასე რომ, ვიყოთ იმედით, ვაკეთოთ სიკეთე და ეს სიკეთე და სიყვარული ათმაგად და ასმაგად დაგვიბრუნდება. არ შეგეშინდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და დალოცა გვარები: მიქიაშვილები, ჯაჯანიძეები, ამისულაშვილები, სამუშიები, ბარამიები, მეიშვილები, გოჩაშვილები, ნონიაშვილები და მრელაშვილები.

დღესვე უწმინდესმა საქართველოს კინგ-ბოქსის ფედერაციაც დალოცა და მის პრეზიდენტს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"