დავით ჟვანია - ხუმარა მილიონერი სკანდალური პოლიტიკოსის ნიღბით?

დავით ჟვანია - ხუმარა მილიონერი სკანდალური პოლიტიკოსის ნიღბით?

სხვადასხვა ბიზნესგამოცემების თანახმად, ახლა მისი ქონება 90 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 2008-ში უფრო "მსუყე ლუკმას" ფლობდა და მის წილად შთამბეჭდავი 300 მილიონი დოლარი სახელდებოდა. მას შემდეგ რამდენიმე ბიზნესი გაყიდა, მაგრამ ტიტული - ერთ-ერთი მდიდარი პოლიტიკოსი უკრაინაში, მაინც შეინარჩუნა.

უკვე წლებია, ტარიელ ვასაძესთან და ლევ ფარცხალაძესთან ერთად ის უკაინაში მცხოვრებ, ქართველ მულტიმილიონერთა სამეულში სახელდება. კითხვა, რომელიც მის მიმართ დღემდე ისმის და რომელზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ასე ჟღერს - ვინ არის დავით ჟვანია, პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი? იმაზე კი ყველა ერთხმად თანხმება, რომ ის ერთნაირად კარგად გრძნობს თავს ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც. თუმცა, ვერ იტანს, როცა ოლიგარქს ეძახიან.

არის მასში რაღაც, რაც ბევრი სხვა ოლიგარქისგან განასხვავებს და მისი, როგორც პოლიტიკოსის გახსნილობას უსვამს ხაზს. დავით ჟვანიას პერსონალური საიტი აქვს, სადაც მის შესახებ თითქმის ყველანაირი ცნობები მოიპოვება: ბიოგრაფია, ოჯახი, საჯარო გამოსვლები და მისი საფირმო ანეკდოტებიც კი. ასევე ჰქვია - "ანეკდოტები დათოსგან". ამ ტკბილ ლუკმას ბოლოსთვის მოვიტოვებ, ახლა კი მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან რამდენიმე შტრიხს გაგაცნობთ. დავით ჟვანია, 1967 წლის 20 ივლისს თბილისში დაიბადა. მამა, ვაჟა ჟვანია პროფესიით ფიზიკოსი და ფილოსოფოსი უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. შემდეგ ცეკაში მიუწვევიათ სამუშაოდ, სადაც პარტიული ფუნქციონერებისთვის სააგიტაციო და პროპაგანდისტული გამოსვლების ტექსტებს ამზადებდა. მოგვიანებით კი თურმე პედაგოგთან კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავდა. დათოს დედა ექიმი-ჰემატოლოგი ჰყავდა და წლების განმავლობაში რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა.

დავით ჟვანიამ თბილისის 61-სკოლა დაამთავრა, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა. საბჭოთა ჯარში იმსახურა თურმე. 1991 წელს კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში - "სავაჭრო სახლი", მენეჯერად დაიწყო მუშაობა. სწრაფად მიიწევდა თურმე კარიერულ კიბეზე და ჯერ ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი გახდა, შემდეგ კი სხვა კომპანიას, "ბრინკფორდ კონს ლიმიტედის" პრეზიდენტი.

პოლიტიკოს დავით ჟვანიას კარიერა კი 2002 წლიდან იწყება. უკრაინის უმაღლეს რადაში ის ბლოკ "ნაშა უკრაიანას" სიით მოხვდა. ოფიციალურ ცნობებში არ წერია, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. დეპუტატის რანგში დავით ჟვანიამ ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტი ჩაიბარა. 2005-ში კი იულია ტიმოშენკოს მთვარობაში მინისტრის პორტფელსაც გამოჰკრა ხელი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თავკაცობდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაშა უკრაინას" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, 2005-ში მისი რიგები დატოვა. 2012 წელს კი კიდევ ერთხელ გახდა რადას წევრი, ოღონდ ამჯერად როგორც უპარტიო.

დავით ჟვანიას ჰყავს მეუღლე ოქსანა და ისინი ერთად ოთხ შვილს ზრდიან: ანას, დიანას, სოფიას და დავითს.

მანამ, სანამ დავით ჟვანიას ბიოგრაფიის არაოფიციალურ ნაწილზე გადავალ, როგორც დაგპირდით, მის რამდენიმე საფირმო ანეკდოტს შემოგთავაზებთ, რომელიც ასევე მის ოფიციალურ ვებგვერდზე ამოვიკითხე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვარსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"