ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ძალადობის ფაქტები ორივე მხრიდან იყო, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს თსუ-ში განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი როგორ შეაფასებდა 8 თებერვლის მოვლენებს.
სუბარი მიიჩნევს, რომ მომხდარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის კარგი მაგალითი - ისე უნდა იცხოვრონ და იმუშაონ, რომ საზოგადოებაში გაესვლებოდეთ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი,ვინც ბიბლიოთეკასთან აქეზებდა და ვინც ძალადობდა.
მისივე თქმით, ბიბლიოთეკასთან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დასჯილები, ნაწამები და ამდენად სუბარისათვის მათი აგრესია გასაგებია, თუმცა მათ ქმედებებს არ ამართლებს. ასევე, იგი არ ამართლებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებს და აცხადებს, რომ აგრესიის პროვოცირება არ უნდა მომხდარიყო. მინისტრი მიიჩნევს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ასევე, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების პირველმა პირებმა პატივი უნდა სცენ გამოძიებას და გამოცხადდნენ შესაბამის ორგანოებში დაკითხვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თავხედობა იქნება.