ბრიტანეთის პრემიერი შოტლანდიას მოუწოდებს, არ გავიდეს გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან

ბრიტანეთის პრემიერი შოტლანდიას მოუწოდებს, არ გავიდეს გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ქემერონი შოტლანდიას მოუწოდებს, არ გავიდეს გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნაჩვენებია ის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები, რაც შოტლანდიის დამოუკიდებლად აღიარებას მოჰყვება.

პირველ რიგში, როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფოდან გამოსვლის შემთხვევაში შოტლანდიას ხელახლა მოუწევს ევროკავშირში, გაერო-სა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში გაწევრიანება, რაც დამატებითი სირთულე იქნება ქვეყნისთვის.

2014 წელს "შოტლანდიის ნაციონალური პარტია" აპირებს რეფერენდუმი ჩაატაროს შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?