"26 მაისის აქციის მონაწილეების დარბევაში ციხის ოფიცრები მონაწილეობდნენ"

"26 მაისის აქციის მონაწილეების დარბევაში ციხის ოფიცრები მონაწილეობდნენ"

განვაგრძობთ "კავკასიის" ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო გასამართლებულების, ლევან ჩაჩუასა და რატი მაისურაძის მონათხრობის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ ისინი პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა და 2013 წლის 13 იანვარს გაათავისუფლეს.

ლევან ჩაჩუა: - არსებობს იდეა, რომ პატიმრის წამების ამსახველი ეპიზოდები შეიკრიბოს და წიგნად გამოიცეს, თუმცა ამ ყველაფრის ენით გადმოცემა ძნელია. მე იმდენი ადამიანის გაუბედურებას შევესწარი, ყველაფრის გადმოცემა გამიჭირდება. ციხეში შესვლა დაახლოებით დანტე ალიგიერის აღწერილ ჯოჯოხეთში შესვლას ჰგავს, სადაც ზღურბლთან უნდა დატოვო ყველაფერი, ადამიანური სურვილები, გრძნობები ან იმედი. გლდანის ციხეში რომ მიგვიყვანეს, პირველი შოკი მაშინ განვიცადე - სარდაფიდან განწირული კივილი, ყმუილი და კვნესა ამოდიოდა. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად მძიმედ იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორშიც საშინელი სიბინძურე და სიბნელე იყო, ტუალეტიდან წყალი მოედინებოდა, რასაც დაკავებულები სასმელად და დასაბანად იყენებდნენ...

- რას ამბობთ, ტუალეტის წყალს სვამდით?

- მე გარედან შემომდიოდა საკვებიც და წყალიც, მაგრამ უპატრონოები იძულებული იყვნენ, ეს წყალი დაელიათ. სხვათა შორის, ფსიქოლოგიურო ზეწოლა პროკურორთან ყოფნის დროსაც განვიცადე, როდესაც ჩემს ადვოკატს, ნათია სირაძეს პროკურორმა აგინა. ადვოკატი ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ იტირა და იქით გამიხდა დასაწყნარებელი. ჩვენ, მართლმადიდებლობის დამცველი 8 კაცი, ისე წაგვიყვანეს გლდანის მე-8 ციხეში, თითქოს ტერორისტები ვიყავით, წინ და უკან ავტომობილები ჩაგვიყენეს, შეიარაღებული ხალხი მიგვაცილებდა.

სამედიცინო შემოწმება გავიარეთ თუ არა, ჩაგვიყვანეს ფუქსებში, სადაც კამერების კარებთან ძაღლებივით მიჯაჭვული, ჩამუხლული, თავზე რკინის მუზარადჩამოცმული ადამიანები ვნახე. მითხრეს, ჭკუით თუ არ იქნები, შენც ეს დღე გელისო. ეს ხალხი მუზარადების მოხდას ითხოვდა, რადგან გაუსაძლისი სიცხე იყო, ზოგიერთი ასეთ მდგომარეობაში 15-20 დღეც კი ჰყავდათ. შემიყვანეს კარანტინში - ერთ პატარა ოთახში, სადაც 35 კაცი გაჭირვებით იდგა, არადა, პატიმრებს ყოველდღე ამატებდნენ. ფაქტობრივად, კოჭებამდე წყალში ვიდექით. კარანტინს ყოველ პარასკევს შლიან. მე ერთი კვირის გატარება მომიხდა იქ, ზოგს ერთ თვესაც ამყოფებდნენ. მაგალითად, პილოტების საქმეზე დაჭერილმა რუსლან გალოგრემ რამდენჯერმე გაიარა კარანტინის დაშლა, მაგრამ მაინც არ გაიყვანეს. არ გვქონდა არც ტუალეტის ქაღალდი და არც საპონი. აუტანელ ჭუჭყში გვიხდებოდა ყოფნა. რამდენიმე პატიმარი ერთი ჯამიდან ბინძური თითებით შეექცეოდა საზიზღარ სალაფავს. მაშინ გავიფიქრე, შეიძლება ადამიანმა შიმშილი ერთი დღე მოითმინო, ორი, სამი, მაგრამ მეოცე დღეს მაინც ხომ შეჭამ-მეთქი? კარანტინის დაშლის დროს სათითაოდ იძახებდნენ პატიმრებს და სასტიკად სცემდნენ. ზოგს თანამშრომლობაზე ხელის მოწერას სთხოვდნენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ