ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდული

ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდული

ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდული. ამის შესახებ მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო მრეგაძე გაზეთ "ალიასთან" საუბარში აცხადებს.

ბრეგაძე მიგრაციის ახალი კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში შემოსული იმიგრანტების უმრავლესობა საკუთარ სამშობლოში კრიმინალია.

"ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, მე ამ საკითხზე ერთი თვის წინ ვისაუბრე და ბიძინა ივანიშვილიც დამეთანხმა, რომ საჭიროა მიგრაციის ახალი კანონის შემუშავება. აქ საუბარი ნამდვილად არ არის რაღაც ქსენოფობიაზე... მე პირადად ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი გერმანიაში და ვთანამშრომლობდი ემიგრაციის სამსახურთან. ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მკაცრი კანონები, ჩვენს მოქალაქეებს მრავალწლიანი პროცედურების გავლა უწევთ იმისთვის, რომ ცხოვრების უფლება მიიღონ, აღარაფერს ვლაპარაკობ მიწის ყიდვაზე. ჩვენ ვნახეთ ჩინური ქალაქის პროექტი, მაგრამ არ გვინახავს, რა იგეგმებოდა აჭარის რეგიონში... იქ უნდა აშენებულიყო მსგავსი დასახლება ირანელებისთვის. სხვათა შორის, აჭარაში ძალიან ბევრი სახლია უკვე გაყიდული. თუ ამერიკა დაიწყებს ირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს, საქართველოს მოაწყდება ასიათასობით ირანელი. მე მშენებლებთან მქონდა საუბარი, მათ მითხრეს, ბათუმში ახალი კორპუსების 80 პროცენტი ირანელებს აქვთ შესყიდულიო. გარდა ამისა, დღეს ვინც საქართველოში შემოდის, იმათ არავინ ამოწმებს. არადა მათი უმეტესობა საკუთარ ქვეყანაში კრიმინალია, ისინი ციხეებს გამოექცნენ. უახლოეს ხანში საქართველოში მივიღებთ მაფიებს", - აცხადებს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი.

ბრეგაძის ინფორმაციით, ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო.

"ჩვენ ჩვენი კრიმინალები აქ არ გვეყოფა, ახლა კიდევ რომ გვემატებიან? ეს ყველაფერი სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია. სხვათა შორის, ამაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული უშიშროების საბჭო. თუ ეს პრობლემაც არ მოგვარდა, ჩვენ მივიღებთ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელსაც ვეღარასოდეს გამოვასწორებთ", - ამბობს ბრეგაძე.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"