იაშვილის კლინიკაში ბოლო ერთ კვირაში 12 მცირეწლოვან პაციენტს H1N1-ის მსუბუქი ფორმა დაუდგინეს

იაშვილის კლინიკაში ბოლო ერთ კვირაში 12 მცირეწლოვან პაციენტს H1N1-ის მსუბუქი ფორმა დაუდგინეს

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მწვავე რესპირატორული ვირუსით მიმართვიანობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაზრდილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ჩეჩელაშვილმა განუცხადა, ყოველდღიურად კლინიკაში დაახლოებით 60 მცირეწლოვანი მოჰყავთ მშობლებს.

პაციენტებს ლაბორატორიული კვლევებიც უტარდებათ. ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 12 მცირეწლოვან პაციენტს H1N1-ის მსუბუქი ფორმა დაუდგინდა და მკურნალობის შემდეგ პაციენტები კლინიკიდან გაეწერნენ.

სტაციონარში მყოფ პაციენტებზე კი, დაკვირვება და მკურნალობის კურსი გრძელდება, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდათ და კვლევის პასუხი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"