საქართველოს ციხეებში ამ დროისთვის 12 175 პატიმარია

საქართველოს ციხეებში ამ დროისთვის 12 175 პატიმარია

ამნისტიის ამოქმედებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოში 19 ათას 330 პატიმარი (ბრალდებული / მსჯავრდებული) იყო, ამ დროისათვის კი - 12 ათას 175 დარჩა.

ამის შესახებ "ინტრერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს.

ამასთან, ამნისტიის ფარგლებში პატიმართა გათავისუფლების პროცესი გრძელდება.

12 თებერვალს "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გათავისუფლდა კიდევ 107 პირი.

ბოლო მონაცემებით, ციხეები დატოვა სულ 7 025 პატიმარმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 277-მა ქალმა და 17-მა არასრულწლოვანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ