ქალმა უკანალში არასწორად ჩადგმული იმპლანტი ამოიღო

ქალმა უკანალში არასწორად ჩადგმული იმპლანტი ამოიღო

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა. უცნობი ქალბატონის უკანალი პლასტიკური ქირურგიის წყალობით გაურკვეველ მოძრავ მასად გადაიქცა.

20 წამიან ვიდეოში არ იყო მითითებული, რომელ ქვეყანაში და რომელი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში ჩაიტარა ქალმა პროცედურა.

რამდენიმე დღის წინ, ყველასთვის მოულოდნელად ქალბატონი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა და ბრიტანულ შოუში მიიღო მონაწილეობა. ტრიშა გოდარდის შოუში სტუმრობისას რენემ განაცხადა, რომ შედეგმა ისტერიკაში ჩააგდო და რამდენიმე თვე ქუჩაში ვერ გადიოდა. 

რენემ ყველა ქალბატონს ურჩია, პლასტიკური ოპერაციის გაკეთების წინ კარგად დაფიქრდეს, რათა შემდეგ შედეგით არ ინანოს. ქალბატონმა განაცხადა, რომ არასწორად ჩადგმული სილიკონები უკანალიდან ქირურგებმა ამოიღეს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

"საკმარისი იყო სკამზე დავმჯდარიყავი, უკანალი სასწაულ ფორმას იღებდა. ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ქალის საჯდომის ფორმა რომ დამებრუნებინა იმპლანტს ხელით ვასწორებდი. მივხვდი, რომ არაა საჭირო ხელოვნური ჩარევა და საკუთარ კანში უნდა ჩავეტიოთ", - განაცხადა ქალბატონმა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

"თეონას ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის" - თეონა კონტრიძის ქალიშვილი მამამ 12 წლის შემდეგ ნახა

კრიშტიანუ რონალდუმ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა? - სუპერვარსკვლავმა ჯორჯინა როდრიგესს  თავბრუდამხვევი სიურპრიზი მოუწყო

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო - გერმანული კლუბი ტიტულს მეექვსედ დაეუფლა