"თუ ჩემს ქვე­ყა­ნას, ჩემს პრე­ზი­დენტს დას­ჭირ­დე­ბა, მუშტს კი არა, ია­რაღ­საც ამო­ვი­ღებ და­სა­ცა­ვად"

"თუ ჩემს ქვე­ყა­ნას, ჩემს პრე­ზი­დენტს დას­ჭირ­დე­ბა, მუშტს კი არა, ია­რაღ­საც ამო­ვი­ღებ და­სა­ცა­ვად"

8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კო­ბა ხა­ბა­ზი მოწ­მის სა­ხით და­კითხ­ეს. რას ფიქ­რობს მომ­ხდარ­ზე და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლა, ამას ბა­ტო­ნი კო­ბას­გან შე­ვიტყ­ობთ.

- ბა­ტო­ნო კო­ბა, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კითხ­ვა­ზე და­გი­ბა­რათ. თქვენ და­კითხ­ვა­ზე გა­მოცხ­ად­დით, თუმ­ცა თქვე­ნი გუნ­დის სხვა წევ­რებ­მა, მათ შო­რის ქა­ლა­ქის მერ­მა, უა­რი თქვა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლა­ზე. რით ამარ­თლებთ მათ ასეთ ქცე­ვას და არის თუ არა ეს კა­ნო­ნის უპა­ტივ­ცე­მ­ლო­ბა?

- ჩვე­ნი გუნ­დი­დან მარ­ტო მე არ მივ­სულ­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ჩვე­ნი ერ­თ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი წევ­რი ირაკ­ლი ჩხვირ­კია მოწ­მის სა­ხით იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, მი­ვი­და და მის­ცა ჩვე­ნე­ბა. ჩე­მი ან ირაკ­ლის სტა­ტუ­სი დღეს გან­სხვავ­დე­ბა ქა­ლა­ქის მე­რის ან დე­პუ­ტა­ტე­ბის სტა­ტუ­სის­გან, სხვა­ა, რო­ცა ერთ რი­გით მოქა­ლა­ქეს იბა­რებ და სხვა, რო­ცა მერს ან დე­პუ­ტა­ტებს იბა­რებ.

- თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ სა­კითხ­ში კა­ნო­ნი ქა­ლა­ქის მერს რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­გან არ ას­ხვა­ვებს.

- ჯერ ერ­თი, ქა­ლა­ქის მერს აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე. მე­ო­რეც, რო­დე­საც ვი­ღა­ცას თბი­ლი­სის მო­სა­ხ­ლეო­ბის მე­ოთხ­ე­დის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი მე­რის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბა მო­უნ­დე­ბა, ცო­ტა მე­ტი დე­ლი­კა­ტუ­რო­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნოს. არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა იმით, რომ მერ­თან მი­ვი­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რის ან სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყ­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და იქ და­უს­ვას კითხ­ვე­ბი. მით უფ­რო, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოწ­მის სა­ხით იკითხ­ე­ბი­ან.

- და­კითხ­ვი­სას რა­მე ზე­მოქ­მე­დე­ბა ხომ არ ყო­ფი­ლა?

- არა. ისე, სა­ო­ცრად სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვა მოხ­და: 1989 წლის 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ ორ დღეს და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. იმ­ხა­ნად იქ იყო პო­ლი­ცი­ის ძვე­ლი შე­ნო­ბა, დან­გრე­უ­ლი, უსა­ხუ­რი, სა­დაც ვირ­თხე­ბი დარ­ბოდ­ნენ. კედ­ლის წარ­წე­რე­ბი­დან ერ­თ-ერ­თი დღემ­დე მახ­სოვს: "აქ იყო გრი­შა". ახა­ლი პო­ლი­ცი­ის გამ­ჭვირ­ვა­ლე შე­ნო­ბე­ბი კი ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ო­დის სა­ხე და სიმ­ბო­ლო­ა. მა­ინ­ტერე­სებ­და, ხომ არ და­ას­ვა და­ღი ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ქცე­ვას, მაგ­რამ მე იქ დამ­ხვდა დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბის მქო­ნე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვა­ზი­ა­ნად მის­ვამ­და კითხ­ვებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ პო­ლი­ცი­ის ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ისევ გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ო­ბას და დიდ იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ მათ ­ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

- ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყა­ვით ჩარ­თუ­ლი.

- და­ვი­ნა­ხე, რომ ერ­თ-ერ­თი დამ­ხვდუ­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილს უკ­ნი­დან მი­ე­პა­რა და ხე­ლი ჩა­არ­ტყა, შემ­დეგ იგი­ვე ადა­მი­ა­ნი მე მო­მე­პა­რა და ფე­ხი ჩა­მარ­ტყა. მოვ­ბრუნ­დი და მუშ­ტი მო­ვუქ­ნი­ე, რაც ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცია იყო. თუ ჩემს ქვე­ყა­ნას, ჩემს პრე­ზი­დენტს დას­ჭირ­დე­ბა, თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ შე­ე­ხე­ბი­ან ქა­ლებს, მო­ხუ­ცებს, ბავ­შვებს, მუშტს კი არა, ია­რაღ­საც ამო­ვი­ღებ და­სა­ცა­ვად!

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ეს ყველაფერი პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­ერ, რომ­ლებ­მაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­სას­ვლე­ლე­ბით არ ისარ­გებ­ლეს.

- ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ცრუ­ობს, რო­დე­საც რა­ღაც კო­რი­დო­რებ­ზე ლა­პა­რა­კობს, არა­ნა­ი­რი კო­რი­დო­რი იქ არ ყო­ფი­ლა. ისე, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით რი­ტო­რი­კულ კითხ­ვას ვსვამ: რო­დე­საც რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ქალა­ქის მე­რი, დე­პუ­ტა­ტე­ბი მივ­დი­ვართ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტთან შე­სახ­ვედ­რად და გზას გვი­ღო­ბა­ვენ "ენ­ვე­რე­ბი", ჩა­ხა­ლი­ა­ნე­ბი, სკრილ­ნი­კო­ვე­ბი და სხვა კრი­მი­ნა­ლე­ბი, ჩვენ რა­ღაც შე­მოვ­ლი­თი, ალ­ტერ­ნა­ტ­ი­უ­ლი გზით უნ­და ვი­სარ­გებ­ლოთ? გა­ეწ­მინ­დათ გზა და მო­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, შევ­სუ­ლი­ყა­ვით ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სასვ­ლე­ლით. რომც ყო­ფი­ლი­ყო კო­რი­დო­რი, არ ვი­სარ­გებ­ლებ­დი. არ ვა­პი­რებ, პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე უკა­ნა შე­სას­ვლე­ლე­ბით ვი­ა­რო.

- რას იტყ­ვით, პრე­ზი­დენ­ტი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ეს ყბა­და­ღე­ბუ­ლი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა?

- არის პრე­ზი­დენ­ტი, არის პარ­ლა­მენ­ტი, არის მთავ­რო­ბა, არის უამ­რა­ვი თე­მა, რა­ზეც აუცი­ლე­ბე­ლია მა­თი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და მე­რაბ კოს­ტა­ვას შვი­ლო­ბი­ლის­თვის, არის ერ­თი მკვეთ­რი წყალ­გამ­ყო­ფი ხა­ზი - სა­ქარ­თვე­ლო-­რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა. თუ ვინ­მე მეტყ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ვექ­ტო­რი უნ­და შე­იც­ვა­ლოს და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გე­ზის ნაც­ვლად რუ­სე­თის­კენ უნ­და და­ვიწყ­ოთ სვლა, მე მას­თან ვერ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ.

- ჩვენ უკ­ვე მო­ვის­მი­ნეთ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის რი­გი დე­პუ­ტა­ტების გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ისი­ნი შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ კურსს გა­უს­ვამს ხაზს. ეს თუ მარ­თლაც მოხ­და, ბო­ლოს და ბო­ლოს აღი­ა­რებთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლა არ არის?

- არა, ეს ეჭ­ვი მა­ინც არ გა­მიქ­რე­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ამ ჩა­ნა­წე­რის არ­სე­ბო­ბა, მით უფ­რო, პრე­ამ­ბუ­ლის სა­ხით, სრუ­ლი­ა­დაც არ ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ და­უშ­ვებს შეც­დო­მას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში. უკ­რა­ი­ნის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ბევრს ლა­პა­რა­კობ­და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვა­ლი ყვე­ლა გზა მო­უჭ­რა ქვე­ყა­ნას. ასე რომ, რას იტყ­ვი - ერ­თი­ა, რას გა­ა­კე­თებ - სხვა.

- გა­მო­დის, არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქო­ნია ამ ჩა­ნა­წერს...

- ამის ერ­თა­დერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ღი­ად ვერ შე­ვა დსთ-სა და ევ­რა­ზი­ის კავ­შირ­ში.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა