პრეზიდენტი თბილისი-სოხუმი-ერევნის რკინიგზის გახსნის მიღმა რუსეთის "მოკლევადიან აგრესიულ ინტერესებს" ხედავს

პრეზიდენტი თბილისი-სოხუმი-ერევნის რკინიგზის გახსნის მიღმა რუსეთის "მოკლევადიან აგრესიულ ინტერესებს" ხედავს

საქართველოს პრეზიდენტი თბილისი-სოხუმი-ერევნის რკინიგზის გახსნის მიღმა რუსეთის "მოკლევადიან აგრესიულ ინტერესებს" ხედავს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, დღეს ბევრი დავაა სატრანსპორტო დერეფნებზე.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, კავკასიის რეგიონში ყველა მიმართულებით მოძრაობდეს ტვირთები, ხდებოდეს მგზავრთა და სერვისების გადადგილება.

"ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და მადლობელი ვარ მათი. 2008 წლის ომის შემდეგ სომხეთმა სოლიდარობა გამოიჩინა საქართველოს მიმართ. არ შემიძლია, ეს არ დავაფასო. გავაკეთეთ ყველაფერი, რომ სომხურ ტვირთებს საქართველოს გავლით ემოძრავა. გავხსენით ლარსზე გასასვლელი პუნქტი, ფოთის პორტი მუშაობს სრული დატვირთვით, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი დაისვა დღის წესრიგში. მე არ მინდა, მეზობელ მეგობარ სომხეთს მომავალში რაიმე პრობლემები შეექმნას ტვირთებთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია - ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ფლობს სომხეთის რკინიგზას და ასევე მიითვისეს უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა, მაშინ გამიჩნდა კითხვა, რა გეგმა ჰქონდა რუსეთს და რაში სჭირდებოდა სომხეთის რკინიგზა და აფხაზეთის მიტაცებული რკინიგზა, თუ საქართველოს რკინიგზა არ იყო გახსნილი. ეტყობა მოსკოვში უფრო მზაკვრული გეგმა ჰქონდათ, ვიდრე წარმომედგინა. ეს უკავშირდებოდა საქართველოს არჩევნებს, ჰყავდათ საკუთარი ფავორიტი და ჰქონდათ მიღებული დაპირებები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღეს საუბარია, რომ ეს რკინიგზა უნდა გაიხსნას და გაკეთდა განცხადებები, რომელიც პრობლემას უქმნის ყარსი-ახალქალაქის სტრატეგიულ პროექტს.

"ჩვენ მიგვაჩნდა, რომ სამეგრელოში, საოკუპაციო ზოლთან ახლოს უნდა აშენებულიყო დიდი პორტი ლაზიკა, 18 თვეში გვექნებოდა ეს პორტი. ახლა ეს პროექტი შეჩერებულია. ეს პორტი გამოდგებოდა სომხური ტვირთების გადაზიდვისთვის ნებისმიერი მიმართულებით. ეს პორტი მიიზიდავდა აფხაზეთს. დღეს რას მივიღებთ - თუ ამ რკინიგზას ისე ვხსნით, ისე, რომ არ არის გარკვეული საბაჟო რეჟიმები და ხალხის გადაადგილება - თბილისში რომ ჩაჯდეს ადამიანი და სოხუმში ჩავიდეს. დღეს ამის არანაირი შანსი არ ჩანს. მაშინ მივიღებთ იმას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ეთნიკური წმენდის ტერიტორიაზე საქართველოს დაუკითხავად რუსეთს ინვესტიციებისა და ფულის მიზიდვის საშუალებას მივცემთ. ეს იქნება კავკასიაში ექსპანსიის ინსტრუმენტი და საქართველო ამით ვერაფერს მიიღებს. პირიქით, შეგვექმნება სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები. მგონია, რომ ეს არის ჩიხური გზა, რომელიც არ პასუხობს არც ერთი კავკასიური ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ ერთი ქვეყნის მოკლევადიან აგრესიულ ინტერესებს ემსახურება. მესმის ის პრობლემები, რომელიც არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე და რაც უკავშირდება სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს, მაგრამ ყარსი ახალქალაქი არის ჩვენთვის თბილისი- ლონდონის რკინიგზა, ჩვენი ფანჯარა ევროპაში. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება იქნება ცუდი საქართველოსთვის. ეს არის დამაფიქრებელი თემა, რადგან ბევრი ნაღმია ჩადებული, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა