ბაკურციხის რწმუნებულს 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ბაკურციხის რწმუნებულს 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის რწმუნებულს თემურ ზავრაშვილს 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ამის შესახებ პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაკურციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

თემურ ზავრაშვილის საქმე თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გირაოს სანაცვლოდ რწმუნებული გაათავისუფლა.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ