"ნაცჯალათები ქართველი ბავშვების ტრეფიკინგს ეწეოდნენ"

"ნაცჯალათები ქართველი ბავშვების ტრეფიკინგს ეწეოდნენ"

პოლიტდევნილი გოჩა კელენჯერიძე 16 წელია სამშობლოში არ ყოფილა. 1997 წლის 16 ივნისს პოლიტიკური რეპრესიების გამო საქართველო დატოვა და ესპანეთს მიაშურა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მალევე გახდა მადრიდის ექიმთა კოლეგიის წევრი. 2001 წლიდან ჯერ იუსტიციის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციონერი ექიმია. 2012 წლიდან არის "ამნესტი ინტერნეიშენელის" ესპანეთის სექციის წევრი და შეძლებისდაგვარად ცდილობს ქართველთა უფლებების დაცვას. ბატონი გოჩა კელენჯერიძე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ესპანეთიდან აფასებს:

- საჯარო ბიბლიოთეკასთან ნაცმოძრაობის მიერ ნაწამები ხალხი შეიკრიბა. ქართველი საზოგადოება ნაცმოძრაობის გასამართლებას მოითხოვს და თვითონვე დაიწყო ამ სამართლიანი და სასიცოცხლო მოთხოვნის განხორციელება - არავითარი კოჰაბიტაცია, დიქტატორი ციხეში! ამ ადამიანებმა უდიდესი სამოქალაქო შეგნება და გონიერება გამოიჩინეს - არ წამოეგნენ ნაცმოძრაობის პროვოკაციას და უარი თქვეს არაცივილიზებულ ქმედებებზე... ეს არის დასაწყისი თვითმარქვია პრეზიდენტისა და ნაცჯალათების გასამართლებისა, საქართველოს გათავისუფლებისა პროვინციალი ფაშისტებისგან, რაც თითოეული ქართველი დემოკრატისა და თავისუფალი ადამიანის ვალია. რა თქმა უნდა, სასიხარულო არ არის, როცა ასეთი რამ საზოგადოებაში ხდება, მაგრამ ამის მიზეზი ნაცჯალათების თავისუფლად პარპაშია. ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, მაგრამ ნაწამები ხალხისგან ნათავაზები ალიყური არ მიკვირს. გიგი უგულავამ და სხვა ნაცჯალათებმა ქართველ საზოგადოებას ამგვარი პროვოკაციები ვეღარ უნდა გაუბედონ! უკაცრავად, მაგრამ ნაცემი ვიცი რეანიმაციაში და არა ტელეკამერების წინ! უგულავა უშიშროების მაღალი რანგის აგენტია, ის სისხლისღვრას ამზადებს და კანონის უზენაესობა, სახელმწიფოებრივი ინტერესები თანამდებობიდან მისი დაუყოვნებლივი ჩამოშორების ვალდებულებას აყენებს დღის წესრიგში. თბილისი უნდა გათავისუფლდეს ნაცტირანიისაგან... რომ არა საქართველოს შს მინისტრი და დემოკრატიული მთავრობა, რომლებსაც ნაცმოძრაობა პოლიტიკურ დევნას აბრალებს, ნაცჯალათები დიქტატორ ჩაუშესკუს ბედს გაიზიარებდნენ...

- 8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი მაინც წარდგა საზოგადოების წინაშე...

- სააკაშვილის ეს გამოსვლა ორი კუთხით უნდა განვიხილოთ: ნაცრევანშის მუქარა და ფსიქიატრიული ფაქტორი. ამ უკანასკნელზე ადრეც მოგახსენეთ, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, ექიმმა. მისი ფსიქოზური პანიკის საზომი ამჟამად მის წინაშე მსხდარი დიპლომატიური კორპუსის გაოცებული და ირონიული სახეები იყო. გორის "გმირი" სპაზმების შეტევისას ისე იყო შეშინებული, მის შუშაბანდთან ღამურას რომ გაეფრინა, ადვილი შესაძლებელი იყო, თავზე გადახტომოდა ელჩებს და ფანჯრიდან ესკუპა... თავის გამოსვლაში მან სიძულვილის დისტანციით გააიგივა საკუთარი თავი პირველ პრეზიდენტთან და ბუნკერსა და ახალ სამოქალაქო ომზე გააკეთა აქცენტი, - მე ვერ ჩამკეტავთ ბუნკერშიო. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მიშა ბელადის ცნობიერება ეგუება ხანგრძლივი პატიმრობის გარდაუვალობას, მაგრამ იმუქრება და სისხლიან რევანშს ამზადებს - სააკაშვილი ყვარყვარესავით კვლავ დაბრუნებაზე ფიქრობს. ამ გამოსვლის ანალიზი ადასტურებს მის ანტიქართველობას და საშიშ კრიმინალურ პოტენციალს, რომლის აღკვეთაც მხოლოდ ხალხს ძალუძს.

- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერეთ, ნაცრეჟიმმა ათასობით ქართველი ბავშვი გააშვილა უცხოეთშიო...

- დიახ, ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი შემზარავი დანაშაულის ფაქტი იქნა წარმოდგენილი საქართველოს საელჩოში. დადგინდა, რომ 9-წლიანი ტირანიის განმავლობაში ნაცჯალათები ქართველი ბავშვების ტრეფიკინგს ეწეოდნენ. სააკაშვილის რეჟიმმა ათასობით ქართველი ბავშვი გაყიდა ვითომ გაშვილების წესით და ამით საქართველოს გაუყიდეს მომავალი! ე.წ. გაშვილებული ქართველი ბავშვების ბედი უცნობია - მყიდველებმა ისინი შვილობისათვის იყიდეს, რიტუალებისთვის თუ მათი ორგანოების გამოსაყენებლად... საქართველოს ელჩმა ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილმა თვითონ მოისმინა ქართველი ბავშვებით მოვაჭრე მხარის მიერ, როგორ გაიყიდა ქართველი ბავშვი ესპანეთში 33 ათას დოლარად. არადა, ნაცრეჟიმი უარს ეუბნებოდა ეთნიკურად ქართველ ემიგრანტებს ქართველი ბავშვების შვილად აყვანაზე... არსებობს ამ საზარელი საქმის დამადასტურებელი დოკუმენტებიც. ვაცხადებ მზადყოფნასა და სურვილს, ვითანამშრომლო საქართველოს საგამომძიებლო ორგანოებთან, რომლებსაც აუცილებლად გავიყვან გაყიდული ქართველი ბავშვების კვალზე. ეს დანაშაული - ბავშვების ტრეფიკინგი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ