"სა­ა­კაშ­ვილს, თუ ზუგ­დიდ­ში ჩა­მობ­რძან­დე­ბა, სა­კად­რი­სად დავ­ხვდე­ბით!"

"სა­ა­კაშ­ვილს, თუ ზუგ­დიდ­ში ჩა­მობ­რძან­დე­ბა, სა­კად­რი­სად დავ­ხვდე­ბით!"

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა 8 თე­ბერ­ვალს თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ში, "და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი კა­ხა მი­ქაია "წვერ­მოშ­ვე­ბულ კრი­მი­ნა­ლად" მო­იხ­სე­ნი­ა. ამ მი­მარ­თვამ­დე ორი დღით ად­რე კი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ა: კა­ხა მი­ქა­ი­ამ ერ­თი თვის წინ სა­მეგ­რე­ლო­ში თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი პერ­ფო­რმან­სი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია რომ მო­აწყ­ო, ამით სა­მეგ­რე­ლოს რე­პუ­ტა­ცია შე­ი­ლა­ხა და მი­ქა­ი­ას სა­მეგ­რე­ლოს ინ­ტელი­გენ­ცია პა­სუხს მოს­თხოვ­სო...

- ბა­ტო­ნო კა­ხა, 8 თე­ბერ­ვალს პრე­ზი­დენ­ტმა "წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლი" გი­წო­დათ, რო­გორ ფიქ­რობთ, რით გა­ა­ღი­ზი­ა­ნეთ პრე­ზი­დენ­ტი?

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან ეს არც მწყე­ნია და არც გამ­კვირ­ვე­ბი­ა. მე არც პირ­ვე­ლი ვარ და არც უკა­ნას­კნე­ლი - ის ყვე­ლას შე­უ­რაცხ­ყოფს. 8 თე­ბერ­ვალს, მა­შინ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან მი­მარ­თავ­და და იქ­ვე ის­ხდნენ დიპ­ლო­მა­ტე­ბიც, პრე­ზი­დენტს აშ­კა­რად ეტყ­ო­ბო­და, რომ რაღაც ნივთიერებით იყო გაბ­რუ­ე­ბუ­ლი. ეს იცის ყვე­ლამ, მაგ­რამ სა­ჯა­როდ ლა­პა­რაკს ერი­დე­ბი­ან. ასე­თი ადა­მი­ა­ნი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და სა­ქარ­თვე­ლოს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მან ვინ­მეს კრი­მი­ნა­ლო­ბა­ზე ილა­პა­რა­კოს, და მით უმე­ტეს კა­ხა მი­ქა­ი­ას კრი­მი­ნა­ლო­ბა ვის გა­უ­გო­ნი­ა?

- ხომ არ აპი­რებთ, პრე­ზი­დენტს ამ სიტყ­ვე­ბის გა­მო უჩივ­ლოთ?

- რა­ტომ უნ­და ვუ­ჩივ­ლო, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნის­გან და­წიხ­ვლა გეწყ­ი­ნოს?

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მეგ­რე­ლო­ში, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­და­ვა და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის ცენ­ტრი ზუგ­დი­დი იქ­ნე­ბა.

- რო­გორც კი ეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, სა­მეგ­რე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან აქ­ცია მოვაწყ­ვეთ, რომელსაც შე­მო­უ­ერ­თდნენ დევნი­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩვე­ნი მოთხ­ოვ­ნა­ა, სას­წრა­ფოდ გა­დად­გეს ვა­და­გა­სუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი რე­ზი­დენ­ცი­ა, რომ­ლის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ა, გა­და­ე­ცეს იქ­ვე მდე­ბა­რე ტექ­ნი­კუ­მის შე­ნო­ბა­ში მცხოვ­რებ დევ­ნი­ლებს, რომ­ლებ­საც ამ­ქვეყ­ნად არა­ფე­რი აბადიათ, ან­და გა­ი­ყი­დოს და თან­ხა დევ­ნი­ლებ­სა და უსახ­ლკა­რო­ებს მოხ­მარ­დეს. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­იხ­სნას უსახ­ლკა­რო­თა, დევ­ნილ­თა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვთათ­ვის ბა­გა-­ბა­ღი. აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა ჩვენი მოთხ­ოვ­ნა.

მას შემ­დეგ, რაც სა­მეგ­რე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის სი­ომ დაჰ­ბე­რა, სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ცოცხ­ლდა, აღარ უშინ­დე­ბა აზ­რის გა­მოთ­ქმას და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მოწყ­ო­ბას. არც სა­ა­კაშ­ვი­ლის ეში­ნი­ათ და არც ახა­ლა­ი­ე­ბის კლა­ნის, რო­მე­ლიც და­უძ­ლურ­და და და­ჩა­ჩა­ნაკ­და. სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ და­იწყო სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა, რო­მელ­საც შეს­წევს ძა­ლა, ნე­ბის­მი­ერ უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბას გა­უ­წი­ოს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ასე რომ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მეგ­რე­ლო­ში მი­ი­ღებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, მხო­ლოდ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა, შე­ვარ­დნა-­შე­მო­ვარ­დნა და დარ­ბე­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის თან­მდე­ვი იყო.

- თუ იცით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ანაკ­ლი­ა­ში და­ბი­ნავ­დე­ბა და ამის შემ­დეგ გა­და­ვა ზუგ­დი­დის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში?

- გულ­წრფე­ლად გეტყ­ვით, მი­ხეილ სა­ა­კაშ­ვილს ანაკ­ლი­ა­ში ბორდელ-ბორდელ ვერ და­ვუწყ­ებ დევ­ნას და თუ აქ ჩა­მობ­რძან­დე­ბა, კი სა­კად­რი­სად დავ­ხვდე­ბით!

- ბა­ტო­ნო კა­ხა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ თქვენ მე­კუ­ბო­ვეს არ გა­და­უ­ხა­დეთ იმ კუ­ბოს სა­ფა­სუ­რი - 280 ლა­რი, რო­მელ­შიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფი­ტუ­ლი ჩა­ას­ვე­ნეთ და თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დაკ­რძალ­ვა მო­აწყ­ვეთ...

- ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა. კუ­ბოს სა­ფა­სუ­რი გა­დახ­დი­ლი­ა. ეს იყო პერ­ფორ­მან­სი - პრო­ტეს­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­მეგ­რე­ლოს და მთელ ქვე­ყა­ნას და­მარ­თა, ფი­ტუ­ლის კუ­ბო­ში ჩას­ვე­ნე­ბა რა მო­სა­ტა­ნი­ა?!

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა