იოაჰიმ ცელერი - ყოფილმა მთავრობამ უნდა იამაყოს, რომ საქართველო ახლოს მიიყვანა ევროკავშირთან

იოაჰიმ ცელერი - ყოფილმა მთავრობამ უნდა იამაყოს, რომ საქართველო ახლოს მიიყვანა ევროკავშირთან

ყოფილმა მთავრობამ უნდა იამაყოს, რომ საქართველო ძალიან ახლოს მიიყვანა ევროპის კავშირთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტის დელეგაციის წევრმა იოაჰიმ ცელერმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ახალმა მთავრობამ ეს გზა უნდა განაგრძოს.

"საქართველო ჩვენთვის მთავარ როლს თამაშობს ამ რეგიონში და ყოფილმა მთავრობამ უნდა იამაყოს, რომ ქვეყანა ძალიან ახლოს მიიყვანა ევროპის კავშირთან. ეს გზა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ აქ, ევროპის სახალხო პარტიის წევრები მზიანი ამინდის გამო კი არა, სწორედ იმიტომ ვართ, რომ ვაჩვენოთ საქართველოსთან, თქვენს პარტიასთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობა და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს და ევროკავშირის ბედნიერი მომავლისთვის", - მიმართა ცელერმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მათთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრას გიორგი ბარამიძე, გიორგი კანდელაკი, ირაკლი ქავთარაძე და თინათინ ბოკუჩავა ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა