პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება

პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილისთვის დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განკარგულება ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. მისივე განმარტებით, 27 აპრილს არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შედგება.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ამ ოლქებში მაჟორიტარის უფლებამოსილება შეუჩერდათ - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა