"დევ­ნი­ლე­ბის 99 პრო­ცენტს აფ­ხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს"

"დევ­ნი­ლე­ბის 99 პრო­ცენტს აფ­ხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს"

ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა პრობ­ლე­მებ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "დევ­ნი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ლა გუ­ლე­და­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- აფ­ხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტი­დან ოცი წე­ლი გა­ვი­და და დევ­ნი­ლე­ბის 1980-ი­ა­ნი და მი­სი შემ­დგო­მი თა­ო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, აფ­ხა­ზე­თი აღარ შე­მორ­ჩა, რუ­კით თუ იცი­ან, სად არის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­ცა დევ­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­მო­კითხ­ვას ვა­ტა­რებთ, მათ 99 პრო­ცენტს აფ­ხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ გა­მო­კითხ­ვი­სას, რეს­პო­ნდენ­ტებს ვე­კითხ­ე­ბით, სად არის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გა­სა­ღე­ბი, რა­ზეც მა­თი 90 პრო­ცენ­ტზე მე­ტის პა­სუ­ხი ასე­თი­ა: რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში. ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბა აქვთ აფ­ხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა­ზეც. ჩვე­ნი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის ისე­თი სტრა­ტე­გია უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს, სა­დაც ყვე­ლა დევ­ნი­ლი იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი. ამ ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ებ­თან, დევ­ნი­ლე­ბი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფ­ხა­ზებ­თან კონ­ტაქ­ტსაც კი უშ­ლი­და ხელს, არა­და, დღეს სწო­რედ დევ­ნილს აქვს კავ­ში­რი იქ დარ­ჩე­ნილ მე­ზო­ბელ­თან, ნა­თე­სავ­თან, მე­გო­ბარ­თან; უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ახერ­ხებ­და და ახერ­ხებს აფ­ხა­ზეთ­ში, დე ფაქ­ტო საზღ­ვარ­ზე გა­დას­ვლას, მაგ­რამ ეს სტი­ქი­უ­რად ხდე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია ამ კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ორ წე­ლი­წად­ში, ვფიქ­რობ, რე­ა­ლურ შე­დეგს მი­ვაღ­წევთ. ჩვენს კონ­ცეფ­ცი­ას ამ დღე­ებ­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილს წარ­ვუდ­გენთ. ვა­პი­რებთ დევ­ნი­ლე­ბის კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში, შევ­ქმნათ თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ლი­დე­რებს აირ­ჩე­ვენ. არ­ჩევ­ნე­ბი 1200 ად­გილ­ზე უნ­და გა­ი­მარ­თოს, შემ­დეგ ამ 1200 ლი­დე­რი­დან ნდო­ბის ჯგუ­ფი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა 10 სა­უ­კე­თე­სოს შე­მად­გენ­ლო­ბით. ჩა­ტარ­დე­ბა ყრი­ლო­ბა, რო­მელ­ზეც დევ­ნი­ლე­ბი მათ შე­სა­ბა­მის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას მი­ა­ნი­ჭე­ბენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან აფ­ხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ რო­ცა თავ­დაც­ვის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია აფ­ხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო, მან და­იწყო კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნა აფ­ხა­ზებ­თან, კო­დო­რის ხე­ო­ბა­სა და სხვა­გან კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს პრო­ცე­სი დაბ­ლო­კა.

- რამ გა­მო­იწ­ვია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ დევ­ნი­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტ­ზე მა­სობ­რი­ვი შეჭ­რა?

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ით, 4 წე­ლი­წად­ში ყვე­ლა დევ­ნი­ლი უნ­და დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყო ბი­ნით, მაგ­რამ, ამის­თვის ფი­ნან­სე­ბი არ იყო. ამა­ვე სტრა­ტე­გი­ით, დევ­ნილ­თა კო­ლექ­ტი­უ­რი გან­სახ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი უნ­და და­ხუ­რუ­ლი­ყო... ამ ობი­ექ­ტებ­ზე შეჭ­რი­ლი დევ­ნი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, კერ­ძო სექ­ტორ­ში მცხოვ­რებ­ნი არი­ან, რომ­ლე­ბიც 20 წე­ლია ბი­ნის ქი­რას იხ­დი­ან და სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი მი­უ­ღი­ათ.

- ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ ახერ­ხებს ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას?

- დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა და­რახ­ვე­ლი­ძემ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვედ­რი­სას გან­გვიცხ­ა­და, რომ დევ­ნი­ლე­ბის გან­სახ­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა გა­სამ­მაგ­და, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც მე­ტად აქ­ტი­უ­რო­ბენ და ჯამ­ში, 100 მი­ლი­ო­ნი ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა დევ­ნი­ლე­ბის გან­სახ­ლე­ბის­თვის. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სულ 90 ათა­სი დევ­ნი­ლი ოჯა­ხი გვყავს, მათ­გან საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბით მხო­ლოდ 25 ათა­სია დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. რე­გი­ო­ნებ­ში უკ­ვე სა­მა­სამ­დე ბი­ნაა გამ­ზა­დე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბი იწყ­ე­ბა, თბი­ლის­ში ჩა­წე­რილ დევ­ნი­ლებს კი ფარ­თობს დე­და­ქა­ლაქ­ში შეს­თა­ვა­ზე­ბენ, აქაც იგეგ­მე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა. თე­ბერ­ვლი­დან საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბე­ბის და­კა­ნო­ნე­ბის პრო­ცე­სიც გა­ნახ­ლდე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა დევ­ნილ­თა შემ­წე­ო­ბებს, დახ­მა­რე­ბებს?

- შემ­წე­ო­ბე­ბი გა­ორ­მაგ­დე­ბა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე დევ­ნი­ლე­ბის­თვის და 28-დან 60 ლა­რამ­დე მი­აღ­წევს, ამა­ვე თან­ხის 80 პრო­ცენ­ტი ემა­ტე­ბა ოჯა­ხის უფ­როსს. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ დევ­ნი­ლებს, რო­მელ­თა ქუ­ლა 57000-ზე ნაკ­ლე­ბი­ა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბი­ნის ქი­რის 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­დახ­დას ჰპირ­დე­ბა, თუმ­ცა, ბი­ნის ქი­რა თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნებ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი­ა. მთა­ვა­რი­ა, დევ­ნი­ლებს გა­უჩ­ნდეთ რწმე­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უსა­მარ­თლოდ აღარ მო­ექ­ცე­ვა. მა­თი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დევ­ნი­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი თქვენს და­ნიშ­ვნას ითხ­ოვს გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ...

- ჩემ­თვის მთა­ვა­რი სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ა. ახ­ლა­ხან ჩე­მი მე­გო­ბა­რი გაგ­რა­ში 1500-კა­ცი­ან აფ­ხა­ზურ ქორ­წილ­ში იყო, ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და აფ­ხა­ზებ­თან, მათ შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ერ­თად იხ­სე­ნებ­დნენ დროს, რო­ცა ყვე­ლა ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. ასე რომ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა და არა კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა, რო­გორც ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ შექ­მნილ დევ­ნილ­თა გან­სახ­ლე­ბი­სა და დაბ­რუ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი და სა­დაც ერ­თი სიტყ­ვაც არ არის ნათ­ქვა­მი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს სტრა­ტე­გია ძი­რე­უ­ლად უნ­და შეც­ვა­ლოს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?