"კარფურში" მძაღე კარაქი მომყიდეს"

"კარფურში" მძაღე კარაქი მომყიდეს"

ამბები.გეს რედაქციამ მკითხველისგან წერილი მიიღო, სადაც ის ჰიპერმარკეტ "კარფურში" სპეციალური აქციის ფარგლებში ფასდაკლებით ნაყიდ კარაქზე წერს.

"მაღაზია "კარფურში" აქციის ფარგლებში, ფასდაკლებით შევიძინე კარაქი "capro", რომელიც გაფუჭებული აღმოჩნდა. პროდუქტზე წარმოების ვადა მითითებული იყო 2012 წლის ნოემბერი, ხოლო შენახვის ვადად მინუს 11-დან მინუს-18 გრადუსამდე 6 თვე. მართალია პროდიქტი ვადაგასული არ იყო, მაგრამ პროდუქტს ქაღალს თუ მოხსნიდით ჯერ მძაფრი სუნი გეცემოდათ, ხოლო დაგემოვნების შემთხვევაში მძაღე გემო დაგრჩებოდათ.

მართალია, პროდუქტი დავაბრუნე და თანხა უკან მივიღე, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა მეტი ყურადღება დაეთმოს ხარისხიანი პროდუქტით მომხმარებელთა მომარაგებას. ამასთან კატეგორიულად მნიშვნელოვანია, ფასდაკლებითი აქციები "პირდაპირ ექვივალენტური" იყოს ადამიანის ჯანმრთელობის".

ამბები.გე დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და "კარფურს" გამოგზავნილი წერილის ასლით ეწვია.

როგორც "კარფურის" მიმღებში განგვიცხადეს, მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ. ჟურნალისტებთან ნებისმიერ საკითხებზე კომენტარს გენერალური მენეჯერი ჟან ლუის კლერი აკეთებს, თუმცა ის ადგილზე არ იმყოფებოდა და როგორც "კარფურის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, ის წერილის საპასუხო კომენტარისთვის რედაქციას აუცილებლად დაუკავშირდება.

რაც შეეხება ფასდაკლების აქციაში გასაყიდ კარაქს, "კარფურში" ადასტურებენ, რომ უხარისხო პროდუქტის გამო მათ პრეტენზიებით მომხმარებლები აკითხავენ და მათ "კარფური" გადახდილ თანხას უბრუნებს.

"კარფურის" წარმომადგენლის განცხადებით, სავაჭრო ქსელში კლიენტთა მომსახურების სერვის-ცენტრი და სპეციალური პრობლემატური კლიენტების მომსახურების სამსახური ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია მიმართოს წარმოქმნილი პრობლემების მოსაგავრებლად.

როგორც "კარფურში" აცხადებენ, დახლებთან კონსულტანტები არ დგანან, მომხმარებელს შეუძლია გასაყიდ პროდუქტს შეეხოს, შეამოწმოს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს მისი შეძენა, რაც "კარფურის" წარმოამდგენელთა ინფორმაციით, ერთგვარ სერვისს წარმოადგენს.

ამბები.გე ჟან ლუის კლერის პასუხს ელოდება.

გიორგი ბერიძე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"