თბილისის მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გამოცხადდა. უგულავამ დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე შევიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის, 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს..
"საზოგადოებამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შესახებ კადრები არაერთი რაკურსით ნახა. მე ვფიქრობ, გამოსაძიებელი ის უფრო არის, თუ ვის ეჩურჩულებოდა ნაზად ნანა კაკაბაძე. ასევე, საინტერესოა, დაიკითხება თუ არა ღარიბაშვილი. მე ეს მაინტერესებს. დანარჩენი კი, რა შეკითხვებიც ექნებათ მზად ვარ ვუპასუხო", - განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავა 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.