მურმან დუმბაძე პარტია "ქართულ ოცნებაში" საკადრო გადახალისებას არ გამორიცხავს

მურმან დუმბაძე პარტია "ქართულ ოცნებაში" საკადრო გადახალისებას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მურმან დუმბაძე პარტია "ქართულ ოცნებაში" საკადრო გადახალისებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ დუმბაძემ ჟურნალისტებს ფილარმონიასთან განუცხადა, სადაც პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე დასაწრებად მივიდა.

მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში. მისი თქმით, "ქართული ოცნება" სახელისუფლო პარტიაა, ყოველთვის დიდია შიდაპარტიული კონკურენცია და, შესაბამისად, გამორიცხული არ არის გარკვეული საკადრო გადახალისება. ამასთან, მურმან დუმბაძის განცხადებით, მომხრეა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილმა უხელმძღვანელოს.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის თქმით კი, ორ-სამ წელიწადში საქართველო მოწინავე ქვეყანა იქნება. მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" დღითიდღე უფრო დიდი მხარდაჭერით სარგებლობს საზოგადოების მხრიდან, რაც აუცილებლად უნდა გამართლდეს.

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობა ფილარმონიაში 15:00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა