გოგლა ჟვანია - მთავარია, "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ბედი არ გაიზიაროს

გოგლა ჟვანია - მთავარია, "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ბედი არ გაიზიაროს

ხარვეზები იყო, თუმცა ვფიქრობ, პოზიტიური შედეგები სახეზეა, - "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ასე აფასებს კოალიცია "ქართული ოცნების" სამთვიან საქმიანობას დეპუტატი გოგლა ჟვანია. მისივე თქმით,

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შედეგის მიღწევა მოხერხდა იმ პირობებში, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ჩასაფრებულ პოზიციაშია.

"ბუნებრივია, ხარვეზები იყო, მით უმეტეს, როცა წინსვლის უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს. ხედავთ, რომ ყოფილი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" სახით ჩასაფრებულ პოზიციაშია, თუმცა ვფიქრობ, რომ პოზიტიური შედეგები მაინც სახეზეა. ბუნებრივია, ყოველთვის გვინდა უფრო მეტი. გვსურს, ჩქარა გამოვიდეთ ამ საშინელი მდგომარეობიდან, მაგრამ ვფიქრობ, ნელ-ნელა მივიწევთ წინ. იმედი მაქვს, რომ გაზაფხულ-ზაფხულზე უფრო მეტი ხალხი იგრძნობს ამ ცვლილებების შედეგს", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.

მისივე განმარტებით, მთავარი, რასაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და უშუალოდ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" უნდა მიაქციოს ყურადღება, ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბედი არ გაიზიაროს.

გოგლა ჟვანიას განცხადებით, ასევე, მთავარი ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების და დაბალანსებული სახელმწიფო სისტემის შექმნაა. "მაშინ შეცდომები ნაკლებად იქნება დაშვებული", - აღნიშნა ჟვანიამ.

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობა ფილარმონიაში 15:00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა