"ენვერის" საქმეზე გასამართლებული პირები გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას და რეპუტაციის აღდგენას ითხოვენ

"ენვერის" საქმეზე გასამართლებული პირები გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას და რეპუტაციის აღდგენას ითხოვენ

"ენვერის" საქმეზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა დღეს, ბათუმში, სასტუმრო "გალოგრეში" პრესკონფერენცია გამართეს და საქმის ხელახალი გამოძიება, ასევე, შელახული რეპუტაციის რეაბილიტაცია მოითხოვეს.

უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებული ცხრა პირი და "უფლებადამცველთა გაერთიანება" "ენვერის" საქმისთვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნასა და ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლების დასჯას ითხოვენ, რომლებიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ. როგორც ყოფილმა პატიმარმა დავით მესხიძემ აღნიშნა, ის ბრალს არ აღიარებს და რეპუტაციის აღდგენას ითხოვს:

"მოვითხოვ, ჩვენს საქმეზე მოიხსნას გრიფი "საიდუმლო" და მოხდეს ჩვენი სრული რეაბილიტაცია, რადგან მეზრდება შვილები, ვარ საქართველოს მოქალაქე და არსად არ ვაპირებ წასვლას", - განაცხადა მესხიძემ.

"პირველ რიგში, მოხდეს ჩვენი რეაბილიტაცია, გადაიხედოს საქმე, ამისთვის საჭიროა გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა. გვინდა, დაგვიბრუნონ ჩვენი სახელი", - აღნიშნა არმენ გევორქიანმა.

როგორც "უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, "პასუხისგებაში უნდა მიეცენ ის ხელმძღვანელი პირებიც, ვინც აღნიშნული ბრალდებები შეთითხნა".

საქართველოს შეიარაღებული ძალების 5 მფრინავი, ორი ბათუმელი ბიზნესმენი, ასევე, ერთი რუსეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს 2010 წლიდან იხდიდნენ. საპატიმროები მათ 13 იანვარს დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ