"ნესტლეს" ხორცპროდუქტებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა

"ნესტლეს" ხორცპროდუქტებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა

საკვების მწარმოებელი უდიდესი შვეიცარული კომპანია "ნესტლეს" ხორცპროდუქტებში ჩატარებული ანალიზის შედეგად, მასში ცხენის ხორცი აღმოჩნდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. კომპანიის ინფორმაციით, ანალიზის შედეგად, იტალიისა და ესპანეთის სუპერმარკეტებიდან ამოიღეს საქონლის ხორცის ის ნახევარფაბრიკატები, რომელშიც ცხენის ხორცი აღმოჩნდა.

ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ "ნესტლეს" პროდუქციაში ცხენის ხორცის შემცველობა მხოლოდ 1% იყო, თუმცა კომპანიამ მაინც მიიღო მათი გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება.

"ბიბისის" ინფორმაციით, "ნესტლემ" გაყიდვიდან ამოიღო ორი სახის გაყინული პასტა - "რავიოლი" და "ტორტელინი". კომპანიის პრესმდივნის განცხადებით, ამოღებულ პროდუქტში აღმოჩენილ ცხენის ხორცს გერმანიიდან იძენდნენ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში შემოწმდება საქონლის ხორცის შემცველობა სხვა პროდუქტებშიც.

"ხორცის სკანდალი" ევროპაში რამდენიმე კვირის წინ აგორდა, როცა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, რუმინეთში გაყინულ ნახევარფაბრიკატებში საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი აღმოაჩინეს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"