ხელახალა დაკითხავენ თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე

ხელახალა დაკითხავენ თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე

ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის ხელახალი დაკითხვა ბუტა რობაქიძის საქმეზე.

ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოქრუაშვილის მეგობარმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში იმყოფება.

კორძაძის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ოქრუაშვილთან საუბარი არ ჰქონია და, შესაბამისად, მისი პოზიცია არ იცის.

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში მარტის დასაწყისში აპირებს დაბრუნებას.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის ხელახალი დაკითხვა ბუტა რობაქიძის საქმეზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილი აღნიშნულ საქმეზე ერთხელ უკვე დაიკითხა და ამის შემდეგ რას დააპირებს გამოძიება, მისთვის უცნობია.

2004 წელს, 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის დროს ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

გუშინ კი, ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, რომ ბუტას მკვლელობის ღამეს მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდების დაკავების ბრძანება ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ