გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი: "დი­ახ, მე და­ვი­ჭი­რე ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლი"

გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი: "დი­ახ, მე და­ვი­ჭი­რე ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლი"

მას შემ­დეგ, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერ­თ-ერ­თმა ლი­დერ­მა თი­ნა ხი­და­შელ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ თუ კი­დევ დაყოვნდებოდა გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის დაკითხვა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ის პი­რა­დად მო­ითხ­ოვ­და პარ­ლა­მენ­ტში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი­სა და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მის­ვლას, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა და­სა­კითხ დე­პუ­ტა­ტებს პარ­ლა­მენ­ტში და­კითხ­ავ­და. მათ შო­რი­საა დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე უნ­და და­კითხ­უ­ლი­ყო, რო­გორც იმ­ჟა­მად ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რი. თუმ­ცა, ისე­ვე რო­გორც მის­მა და­ნარ­ჩენ­მა კო­ლე­გებ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბი­დან, მა­ნაც უა­რი გა­ნაცხ­ა­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლა­ზე. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად 19 თე­ბერ­ვალს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი-­2"-მა გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რო­გორც ჩანს, მა­ვა­ნი იმის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს, რომ ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძეს და მის მე­გობ­რებს ია­რა­ღი ჰქონ­დათ, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კითხ­ვა: რა­ტომ არ აჩ­ვე­ნეს ეს კად­რე­ბი აქამ­დე? კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ იც­ლე­ბა სის­ხლის­გან ახალ­გაზ­რდა და კა­ციშ­ვი­ლი არ ცდი­ლობს მის დახ­მა­რე­ბას. ჩნდე­ბა ეჭ­ვი, რომ ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა დღეს ამ საქ­მის "გაპ­რა­ვე­ბის" კი­დევ ერ­თი მცდე­ლო­ბა­ა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, და­ი­კითხ­ეთ ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე?

- არა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან ჯერ არა­ვინ შემ­ხმი­ა­ნე­ბი­ა. მინ­და, კი­დევ ერ­თხელ ვთქვა, რომ ჩვენ არას­დროს გვით­ქვამს გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უა­რი, მობ­რძან­დნენ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტში ან პარ­ტი­ის ოფის­ში და მზად ვართ, ვუ­პა­სუ­ხოთ მათ კითხ­ვებს, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სი­ა­რულს არ ვა­პი­რებთ, რად­გან ეს ჩვენ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის კი­დევ ერ­თი ფორ­მა­ა.

- თქვენ გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ ხართ ის კა­ცი, ვინც რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლი და­ი­ჭი­რა.

- დი­ახ და ამას ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, სწო­რედ მე და­ვი­ჭი­რე ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლი.

- რო­გორც ვი­ცი, ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლი მომ­ხდა­რი­დან ერ­თი წლის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს გა­უფ­რთხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, მა­ნამ­დე კი, პო­ლი­ცი­ის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძემ და მის­მა მე­გობ­რებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს. რო­დე­საც და­ა­პა­ტიმ­რეთ პო­ლი­ცი­ე­ლი გრი­გოლ ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი, აღ­მოჩ­ნდა, რომ მან გა­უფ­რთხი­ლებ­ლო­ბით მოკ­ლა ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძე, არ გი­ფიქ­რი­ათ, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან­ვე გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო?

- რა არის ეს, შე­კითხ­ვას მის­ვამთ, თუ და­კითხ­ვას მიწყ­ობთ? რას ჰქვი­ა, "არ მი­ფიქ­რი­ა"? მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა და რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც იყო, იმის მი­ხედ­ვით და­ვა­კა­ვეთ მკვლე­ლი. მე რას ვფიქ­რობ, ამის მი­ხედ­ვით არ ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა. პრო­კუ­რო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებს არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

- ეს მკვლე­ლო­ბა პო­ლი­ცი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით შე­ი­ფუ­თა, რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მცდე­ლო­ბა.

- არა­ვის არა­ფე­რი შე­უ­ფუ­თ­ავს, საქ­მე­ში რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც იყო, გა­მო­ძი­ე­ბაც იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და. რა შე­უფ­თვა­ზე ლა­პა­რა­კობთ, არ ვი­ცი, და სა­ერ­თო­დაც, მე ასე არ უნ­და მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დეთ. არ მცა­ლი­ა, კარ­გად იყა­ვით.

P.S. ეს ინტერვიუ უკვე ჩაწერილი გვქონდა, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავი კადრები. გვსურდა, ამ კადრებზე კომენტარი ბატონი გიორგი ღვინიაშვილისგანაც მოგვეპოვებინა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ