ლანა ღოღობერიძე: ის, რაც ოქტომბერში მოხდა, უფრო გადატრიალება იყო

ლანა ღოღობერიძე: ის, რაც ოქტომბერში მოხდა, უფრო გადატრიალება იყო

რეჟისორი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე ამჯერად საქართველოში იმყოფება და ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს:

- ის, რაც ოქტომბერში მოხდა, უფრო გადატრიალება იყო, რადგან ქვეყნის სათავეში მოვიდა ძველ ხელისუფლებასთან ძალიან დაპირისპირებული სრულიად ახალი ძალა. ბიძინა ივანიშვილი ისეთი ადამიანი ჩანს, რომელსაც ადამიანი აინტერესებს. გულწრფელობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ახალ ხელისუფლებას ახასიათებს. ბიძინა ივანიშვილი რასაც ამბობს გჯერა, თუმცა ზოგჯერ არ ვეთანხმები, ზოგჯერ მიკვირს კიდეც მისი გამონათქვამები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ბარიერი არ აქვს. შეიძლება დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდეს და აღარ თქვას ქართველებს ხშირად საყვარლები ჰყავთო. შეიძლება სიმართლეს ამბობდეს, მაგრამ არსებობს თემები, რომლებსაც პოლიტიკოსი არ უნდა შეეხოს, რადგან მხოლოდ ჩრდილს აყენებს მას.

- ყბადაღებულ კოჰაბიტაციაზე რას გვეტყვით?

- კოაბიტაცია ფრანგული სიტყვაა და თუ მაინცდამაინც გვსურს ამ სიტყვის გამოყენება სწორად უნდა ვთქვათ... საფრანგეთი ამ მხრივ კლასიკური ქვეყანაა. იქ ყველაფერი ცივილიზებულად და იუმორით ხდება. ის ძალა, რომელიც ოპოზიციაში გამოდის სერიოზულად და არგუმენტირებულად ებრძვის ქვეყნის სათავეში მოსულ ხელისუფლებას. ამით არწმუნებს ხალხს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას... ჩვენთან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე საუბრობენ და იქცევიან, თითქოს ხუთი წუთის წინ არ იყო ციხის კადრები რომ ვნახეთ, ადამიანები ღამით რომ მიჰყავდათ პოლიციაში და აწერინებდნენ განცხადებას თითქოს მათ სურდათ თავიანთი ქონების გაჩუქება. ახლახან ერთი პარლამენტარი ეუბნებოდა მეორეს თქვენ სულ წარსულზე საუბრობთო. თითქოს ეს წარსული მე-12 საუკუნე იყო ან თუნდაც საბჭოთა წარსული. ოთხი-ხუთი თვის წინ ხდებოდა ის, რის გამოც გადაირჩია ხალხმა ხელისუფლება.. ამის ატანა ზოგჯერ აუტანელი ხდება და ვნახეთ კიდეც პირდაპირ ეთერში რაც მოხდა. ცემა-ტყეპაზე გაცილებით უარყოფითად ჩემზე შუა ეთერში უშვერმა გინებამ იმოქმედა. ეს უდიერი სტილია.. პარადოქსული ერი ვართ.

- მახსოვს, თქვენ ედუარდ შევარდნაძეს "თეთრი მელა" უწოდეთ... ეს ყველამ აიტაცა...

- ედუარდ შევარდნაძემ ბევრი რამ გააკეთა კარგი და საინტერესო, მაგრამ ბოლო წლებში მისი ქმედება ჩამთვის მიუღებელი იყო. იმდენად დავუპირისპირდი, რომ მთავრობის სხდომაზე ჩემზე ოფიციალურად განაცხდა მოღალატე ელჩიაო. დღესაც მიმაჩნია რომ ბევრი პროგრესული რამ გააკეთა საქართველოსთვის (რასაც ახლა არავინ არ აღიარებს), შემდეგ კი კლანების გავლენის ქვეშ მოექცა. კონკრეტულად ზურაბ ჟვანიას და ახალგაზრდა თაობას დაუპირისპირდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა