სოსო რობაქიძე - "ირაკლი ოქრუაშვილმა პასუხი უნდა აგოს"

სოსო რობაქიძე - "ირაკლი ოქრუაშვილმა პასუხი უნდა აგოს"

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც რობაქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოქრუაშვილი მკვლელობის ღამეს, როდესაც მტკიცებულებების გაყალბება და იარაღების ჩადება ხდებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მან პასუხი უნდა აგოს.

ამასთან, მისივე თქმით, მოსამართლე ნინო შარაძეს, რომელმაც ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები გაასამართლა, ოქრუაშვილი და ადეიშვილი გაუსწორდნენ.

"დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს მოსამართლემ ეს ბავშვები შემთხვევის ღამესვე გაასამართლა და თქვა, რომ იარაღზე მათი ანაბეჭდები არ არის და რატომ დავღუპო ეს ახალგაზრდებიო. ოქრუაშვილმა და ადეიშვილმა ნინო შარაძეს იცით რა უქნეს? - შიშისგან ყბები უკანკალებდა. ოქრუაშვილის სახით, ერთი ფაშისტი გაექცათ ხელიდან", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მან ასევე, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძე იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც პოლიციამ დააკავა, თუმცა მისი ნაცნობი მანქანაში მხოლოდ ერთი - კურსელი ირაკლი იყო.

"ბუტა იმყოფებოდა გიორგობის მისალოცავ მეგობარ გიორგი ქურდაძესთან. ორჯერ თქვა - ტაქსით წავალო და არ გამოუშვეს. იმ მანქანაში ბუტა მოხვდა შემთხვევით. არ იცნობდა არავის, გარდა კურსელი ირაკლისა. შესაბამისად, ბანდიტური დაჯგუფება ვერ შედგებოდა. როცა ასეთ დაჯგუფებაზეა საუბარი, ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი", - განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ.

ამასთან, სოსო რობაქიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ავტომობილი, რომელიც პატრულმა გააჩერა, ძებნაზე იყო გადაცემული.

ბუტა რობაქიძის მამა ასევე აცხადებს, რომ პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა მის შვილს დამიზნებით ესროლა, რათა სხვა ახალგაზრდები შეეშინებინა.

"ბაშალეიშვილი სუსტია აღნაგობით და ის ვერ შეძლებდა ვინმეს დამორჩილებას, ესროლა ბუტას, რომ სხვები დაემორჩილებინათ და შეეშინებინათ", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მისი თქმით, ბრძანება იყო გაცემული, რომ ერთი ახალგაზრდა მოეკლათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ