ბიძინა გუჯაბიძე პლენარულ სხდომაზე ჩოხით მივიდა

 ბიძინა გუჯაბიძე პლენარულ სხდომაზე ჩოხით მივიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე პლენარულ სხდომაზე დღეს ჩოხით მივიდა. სწორედ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი წარუდგენს ის კოლეგებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც, დეპუტატთა ჩაცმულობა, საპროტოკოლო-საქმიანთან ერთად, ეროვნულიც უნდა იყოს. პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ეს პროექტი დღეს I მოსმენით გადის.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობას რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც ადგენს, რომ ეს საპროტოკოლო-საქმიანი უნდა იყოს. დეპუტატ გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივით კი, რეგლამენტი იმასაც დაადგენს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნა არამხოლოდ საპროტოკოლო-საქმიანი ჩაცმულობით, არამედ ეროვნული ტანსაცმლითაც იქნება ნებადართული.

უნდა აღინიშნოს, რომ იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში ჩოხით მისვლას რეგლამენტი ჯერ არ ითვალისწინებს, "კონსერვატორები" პირველ ან საზეიმო სხდომებზე ყოველთვის ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი მიდიან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა