სად არის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე

სად არის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე

კომუნიკაციების მარეგულირებელი­ კო­მისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი რამდენიმე თვეა, სამსახურში აღარ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, მან საქართველო დატოვა და თავი უცხოეთს შეაფარა. სკანდალი, რომელიც ჩიქოვანის გარშემო ბოლო ხანს გავრცელდა, უკავშირდებოდა მარეგულირებელი კომისიისა და "კავკასუს ონლაინის" იურისტების მოლაპარაკებას, სადაც ჩიქოვანი კომპანიის წარმომადგენლებს გარიგებას სთავაზობდა. ფარულ ჩანაწერს, რომელიც 7 ნოემბერს გავრცელდა, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა მონტაჟი უწოდა. ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კი ჩიქოვანი და მისი მოადგილე სოფიო ბრიტანჩუკი სამსახურში აღარავის უნახავს, რის გამოც კომისია გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს. "ყველა სიახლე" ირაკლი ჩიქოვანთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული აქვს.

ამის შემდეგ მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ხატია ყურაშვილს გავესაუბრეთ:

- ბატონმა ირაკლიმ 16 ნოემბერს 2012 წლის კუთვნილი შვებულება აიღო, 10 იანვარს კი - 2013 წლის. ასე რომ, მას სამთვიანი შვებულება ეკუთვნოდა.

- არ გავიდა კუთვნილი სამი თვე?

- კუთვნილი სამთვიანი შვებულების ვადა 15 თებერვალს ამოეწურა, მაგრამ ბატონი ირაკლი ჯერჯერობით სამსახურში არ გამოჩენილა და არ ვიცი, სად არის.

P.S. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანის კუთვნილი ხელფასი 17 ათასი ლარია. ამ საკითხზე ჩიქოვანს ნოემბერშიც ვესაუბრეთ, მაშინ მან განაცხადა, რომ ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ერიცხება და ვერ ხვდება, რატომ გახდა ეს განსჯის საგანი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა