23 თებერვალს, 15:00 სთ-იდან, www.Sportall.ge რუსეთ-საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ლაივ-სტრიმის მეშვეობით განახორციელებს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრას სოჭში, რუსეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
"ბორჯღალოსნებს" მძიმე ბრძოლა ელით - რუს მორაგბეებს ქართველებისთვის 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ და, ცხადია, ახლა ამ 20-წლიანი კოშმარის დასრულების სურვილი კლავთ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე "ბორჯღალოსნები" რუსთა გუნდს თექვსმეტჯერ ეთამაშნენ. აქედან 14 მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.
Sportall.ge