რა­ტომ არ გა­ა­ნად­გუ­რეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი"

რა­ტომ არ გა­ა­ნად­გუ­რეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი"

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ერ­თ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი 8 თე­ბერ­ვალს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იყო, რო­დე­საც სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა ჩა­ი­შა­ლა.

სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნაა და მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, რო­დე­საც ქალს ხე­ლით ეხე­ბი, მაგ­რამ თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და 8 თე­ბერ­ვალს მოვ­ლე­ნე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე "გაჭ­რი­ლი" პრე­ზი­დენ­ტი­სა და მი­სი გუნ­დის წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია იყო. ამა­ზე ბევ­რი ფაქ­ტო­რი მიგ­ვა­ნიშ­ნებს. უპირ­ვე­ლე­სად ის, რა­ტომ იყო შერ­ჩე­უ­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ისეთ ად­გი­ლას არის გან­ლა­გე­ბუ­ლი, სა­დაც არც ერ­თი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, გა­მომ­დი­ნა­რე დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის გან­წყო­ბი­დან, არ მო­ინ­დო­მებს სიტყ­ვ­ით გა­მოს­ვლას, რად­გა­ნაც იქ შეუძ­ლე­ბე­ლია უსა­ფ­რთხო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა.

8 თე­ბერ­ვალს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, და­ა­დას­ტუ­რა ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ად­რე თუ გვი­ან, ჩათ­რე­ულ­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მი­ვი­ღეთ მძი­მე რე­ა­ლო­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პირ­და­პირ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, სურთ თუ არა, უწევთ პრე­ზი­დენ­ტის ღია თუ ფა­რუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 8 თე­ბერ­ვა­ლი იმ არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მოს ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი­ა, რო­მელ­შიც უწევთ მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (სდსს) უმოქ­მე­დო­ბამ დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის რღვე­ვა გა­მო­იწ­ვი­ა. ის, რაც შემ­დეგ მი­ნის­ტრმა გა­ნაცხ­ა­და, მარ­თლაც შო­კის მომ­გვრე­ლი­ა: "სამ­წუ­ხა­როდ, გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრი­დან სდსს-მ პრაქ­ტი­კუ­ლად გაწყ­ვი­ტა ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი ჩვენ­თან, რაც საფ­რთხის შემ­ცვე­ლი­ა. არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, წი­ნას­წარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სდსს-ს და არა შსს-ს მი­ერ. სდსს-მ ერ­თი დღით ად­რე იცო­და, რომ 8-ში პრე­ზი­დენ­ტი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მის­ვლას აპი­რებ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ გა­ა­ტა­რა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. კერ­ძოდ, სდსს-ს ერ­თობ­ლი­ვი დაც­ვის­თვის სა­ჭი­რო ერ­თჯე­რა­დი გეგ­მა უნ­და შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, ასე­ვე არ გა­სუ­ლა ობი­ექ­ტზე ერ­თობ­ლი­ვი ჯგუ­ფი, რომ­ლის დრო­საც უნ­და გან­საზღ­ვრუ­ლი­ყო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი, შსს-ს მი­ერ გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ძა­ლე­ბისა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ოდე­ნო­ბა და დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბის გა­მოთხ­ო­ვა ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან. სდსს-მ 15:00 სა­ა­თის­თვის მო­ითხ­ო­ვა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ერ­თი ეკი­პა­ჟის და რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის ად­გილ­ზე გა­მოცხ­ა­დე­ბა. ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ამ იმოქ­მე­და სი­ტუ­ა­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში. გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ იგეგ­მე­ბო­და ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა და ჩე­მი ბრძა­ნე­ბით, ერ­თი ეკი­პა­ჟის ნაც­ვლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 55 ეკი­პა­ჟი, ასე­ვე ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ისა და ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 პო­ლი­ცი­ე­ლი".

გა­მო­დის, რომ ქვეყ­ნის ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტრუქ­ტუ­რა (შსს და სდსს), სულ ცო­ტა, ერ­თმა­ნეთ­თან არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, აქე­დან ხომ ერ­თი ნა­ბი­ჯია ღია და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე? რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "8 თე­ბერ­ვალი" კარ­გა ხა­ნია მზად­დე­ბო­და. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვე­ა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი გუნ­დი ჯი­უ­ტად ამ­კვიდ­რე­ბენ აზრს, რომ ამ­ნის­ტიის შე­დე­გად გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ელე­მენ­ტე­ბი არი­ან. კრი­მი­ნა­ლი უწო­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­სა­მარ­თლე­ბულ­ნი იყ­ვნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით (თუნ­დაც 26 მა­ი­სის ან 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვე­ბის შემ­დგომ), გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის. ამ­ნის­ტია ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა­ა, რო­მელ­საც ბევ­რი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­მარ­თავს, მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, ეს ხდე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­რი­ღის ან პო­ლი­ტი­კური მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად (მაგ., პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვა და ა.შ.), არის კი­დევ ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა, რო­დე­საც ამ­ნის­ტი­ას მო­ითხ­ოვს გარ­და­უვ­ა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, თუ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ უსა­მარ­თლოდ ან სას­ჯე­ლის მოხ­დის პრო­ცეს­ში მათ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბით აკ­რძა­ლუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, ნე­ბის­მი­ერი ხე­ლი­სუ­ფე­ბის ვა­ლი­ა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ან შე­უმ­სუ­ბუ­ქოს სას­ჯე­ლი.

სა­ზო­გა­დოდ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი ისე გა­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს, რომ სას­ჯელი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მეს და, ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, მასშ­ტა­ბუ­რი ამ­ნის­ტი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ამ­ნის­ტია ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს. ამ შემ­თხვე­ვა­ში "ქა­რთულ­მა ოც­ნე­ბამ" აღი­ა­რა არა თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი, არა­მედ შე­ე­ცა­და, გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი იმ ათა­სო­ბით პა­ტიმ­რის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ და გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს. ხო­ლო როდესაც ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით წლო­ბით ის­ხდნენ ცი­ხე­ში, ბო­დიშ­საც არ უხ­დი და "კრი­მი­ნალ­თა ბრბოს" უწო­დებ, ძნე­ლი­ა, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა მოს­თხო­ვო.

"კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი"

ამ წლის თე­ბერ­ვლის და­საწყ­ის­ში შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლმა უწყ­ე­ბის არ­ქივ­ში თავისი მთე­ლი წლის სა­უბ­რე­ბის ჩა­ნა­წე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. მი­სი სიტყ­ვე­ბით: "ჩე­მი მთე­ლი წლის სა­უ­ბა­რი, აუ­დი­ო-­ფა­ი­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს ერ­თ-ერთ სა­ი­დუმ­ლო არ­ქივ­ში. ეს იყო და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი ჩე­მო­და­ნი ფა­ი­ლე­ბი. მათ შო­რის ძა­ლი­ან "სა­ინ­ტე­რე­სო" მა­სა­ლებს მი­ვა­გე­ნით. ჩვენ დაგ­ვხვდა იქ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბევ­რი ცნო­ბი­ლი პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ეს იყო ამაზ­რზე­ნი, უბ­რა­ლოდ, რაც ჩვენ იქ ვნა­ხეთ და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო­ა. კი­დევ ერ­თხელ დავ­რწმუნ­დით, თუ რას­თან გვქონ­და საქ­მე. არ ვა­პი­რებ ამ კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, იქ ძა­ლი­ან მძი­მე კად­რე­ბი­ა. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი ძა­ლი­ან მა­ლე და­ი­კითხ­ე­ბი­ან", - გა­ნაცხ­ა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მოხ­დე­ბა ამ ფი­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა.

სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ტი­უ­ლი, აგენ­ტუ­რუ­ლი და ოპე­რა­ტი­ულ­-ტექ­ნი­კუ­რი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ოპე­რა­ტი­ულ­-ტექ­ნი­კუ­რი მე­თო­დის ერ­თ-ერ­თი ფორ­მა კი, ფა­რუ­ლი ვი­დეო და ფო­ტო­გა­და­ღე­ბა­ა, რო­მელ­საც კა­ნო­ნი მკაც­რად არე­გუ­ლი­რებს. ფა­რუ­ლი გა­და­ღე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია დაშ­ვე­ბუ­ლი, თუ მო­სა­მარ­თლის შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვა არ­სე­ბობს. კა­ნონ­ში ისიც ხაზ­გას­მი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ თუ ფა­რუ­ლი მოს­მე­ნი­სა და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში ოპე­რა­ტი­ულ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მო­ი­პო­ვა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და გა­ა­ნად­გუ­როს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონ­ში შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ფა­რულ ვი­დეო და აუ­დი­ო­ჩა­წე­რას კა­ნო­ნის ყვე­ლა პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვით ახორ­ცი­ე­ლებ­და, თუმ­ცა ის, რა­საც დღეს ვხე­დავთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ აის­ბერ­გის წვე­რი­ა. ანუ, სა­ვა­რა­უ­დო მა­სა­ლე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი­ა. უმე­ტე­სო­ბა კი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ა ან ქვეყ­ნი­და­ნაა გა­ტა­ნი­ლი. თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა­ტომ და­ტო­ვეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა კომ­პრო­მა­ტე­ბის თუნ­დაც ნა­წი­ლი? მათ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ საკ­მაო დრო ჰქონ­დათ, ეს "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი" გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ ან ქვეყ­ნი­დან გა­ე­ტა­ნათ. არ­სე­ბობს ვერ­სი­ა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად და­ტო­ვეს იმათ გა­საფ­რთხი­ლებ­ლად, ვი­საც ისი­ნი დღემ­დე აშან­ტა­ჟე­ბენ. ამ ვი­თა­რე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ შან­ტა­ჟის ობი­ექ­ტი თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და გა­ნაცხ­ა­დოს, ვინ და რა მიზ­ნით აშან­ტა­ჟებს. ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ას­ლე­ბი და­უ­ტო­ვეს და მი­ა­ნიშ­ნეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" "ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერ­თი კომ­პრო­მა­ტი აქვს - ას­ლებს გი­ტო­ვებთ, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, ორი­გი­ნა­ლე­ბი ჩვენ გვაქ­ვსო! უკ­ვე აგორ­და ათა­სი ჭო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ე.წ. ცნო­ბად სა­ხე­ებ­ზე: ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მთავა­რი მოქ­მე­დი გმი­რი სწო­რედ ის არი­სო და რაც სა­ინ­ტე­რე­სო­ა: ამ ჭო­რე­ბის მოქ­მე­დი "გმი­რე­ბი" პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე მე­ტად ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ნი არი­ან. ეს არა­სა­სი­ა­მოვ­ნო რე­ა­ლო­ბა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ უფ­რო ანა­წევ­რებს. იმე­დი­ა, შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ ეს "კომ­პრომა­ტე­ბის სკივ­რი" სა­მუ­და­მოდ გა­ნად­გურ­დე­ბა.

ბესიკ ალადაშვილი, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი,

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა