გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა

გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. "მინდა, მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს. ყველაზე მაცდური, რაც ამ ქვეყანაზეა, ეს არის პოპულარობა. გამოიყენეთ პოპულარობა ხალხის საკეთილდღეოდ. სხვა შემთხვევაში ის გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი", – განაცხადა უგულავამ საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე უწყების ეზოში მის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგზე გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, არასდროს წარმოედგინა, თუ ოდესმე ბრალდებულის სტატუსით მოუწევდა ამ სამსახურში შესვლა.

"მთავარია, არ გავბოროტდეთ. ბოროტებას მხოლოდ სიკეთით თუ დავამარცხებთ, შუღლს მხოლოდ ერთგულება თუ დაამარცხებს. ჩვენ უნდა ვანახოთ მათ, რომ რაც არ უნდა გვდევნონ, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ვიქნებით. მე თავაწეული შევდივარ იქ. ჩემთვის ცოტა უცნაური დღეა. ბევრი რამ წარმომედგინა, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ბრალდებული აღმოვჩნდებოდი", – აღნიშნა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა