გოკა გაბაშვილი - ჩვენ არ გვაქვს წარსულის "ნასტალგია", როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ

გოკა გაბაშვილი - ჩვენ არ გვაქვს წარსულის "ნასტალგია", როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, პრორექტორ კურტანიძეს არ დაუჯერონ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციაზე მიმართა.

"მინდა მივმართო პოლიციელებს, თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ. სწორედ გასულ წლებში გახდით ასეთი ძლიერები. არ დაუჯეროთ პრორექტორ კურტანიძეს და თქვენი მოვალეობა შეასრულეთ. იმედია, ყველაფერი სწორედ გახსოვთ, არ დაუჯეროთ მათ ხალხს", - მიმართა გაბაშვილმა სამართალდამცველებს.

ამასთან, მან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე ისაუბრა.

"ჩვენ არ გვაქვს "ნასტალგია" წარსულის, როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ, განსაკუთრებით კი არ აქვთ "ნასტალგია" იმ ხალხს, ვინც ახლა საგამოძიებო სამსახურში ბრალდებას ისმენს", - აღნიშნა გაბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა