სასამართლომ სიღნაღის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ სიღნაღის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ზურაბ კახეთელიძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა, დაცვის მხარე კი, სასამართლოზე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით წარსდგა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გამოძიება კახეთელიძეს ქრთამის სახით 100 დოლარის აღებაში ადანაშაულებს. კახეთელიძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატი კი დანაშაულის პროვოკაციაზე საუბრობს.

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწვეტილებას, წინასწარი დაპატიმრების შესახებ, კახეთელიძის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ