გიგი უგულავას საქმეზე სასამართლომ განცხადება გაავრცელა

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლომ განცხადება გაავრცელა

2013 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი (გიგი) უგულავას მიმართ გირაოს - 1 000 000 (მილიონი) ლარის შეფარდების შესახებ;

"შუამდგომლობის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულ გიორგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. შესაბამისად, გიორგი უგულავას მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე.

დღესვე, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლები იყო ზოგადი და დაუსაბუთებელი, სასამართლოს განჩინებით ბრალდების მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი უგულავა არ იქნა გადაყენებული თანამდებობიდან.

ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაეთანხმა ბრალდების მხარეც, სასამართლოს განჩინებით დაშვებულ იქნა ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა მთელი პროცესის განმავლობაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 10 აპრილს 15 საათზე, თბილის საქალაქო სასამართლოში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ