ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმე დააკავეს

ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმე დააკავეს

მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმე დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულები არიან ყოფილი პოლიციელები, მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე.

პროკურატურის ინფორმაციით, ლიპარტელიანმა 4-ჯერ მისცა ჩვენება, სადაც ამბობდა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს, თუმცა, ირაკლი ფარცხალავას მიერ ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ადგილზე სხვადასხვა სახის იარაღი ნახა.

ასევე, პროკურატურის ცნობით, ლევან ლობჟანიძემ რამდენჯერმა მისცა ჩვენება და ყველა ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.

ამ მოწმეების დაკავებას ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძეც ითხოვდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ