სამართალდამცავებმა ჟურნალისტ დავით პაიჭაძის აგარაკის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

სამართალდამცავებმა ჟურნალისტ დავით პაიჭაძის აგარაკის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჟურნალიტს დავით პაიჭაძის საცხოვრებელი ბინის ქურდობისთვის ორგანიზებულ–დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებულებმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლევში 12 აგარაკი გაქურდეს.

სამართალდამცველებმა ორი მათგანი ერთ-ერთი აგარაკის გაქურდვის დროს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო ორი – ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად.

ნაქურდალი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი ამოღებულია და პატრონებს დაუბრუნეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის "ა" და "გ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, შს სამინისტრომ დაით პაიჭაძის კომენტარიც გაავრცელა. "ყველაზე მსხვილი, რაც წაღებული იყო, ეს არის მაცივარი. 4 კვირის თავზე ჩემი ოქრო ჩემთანაა. დამიბრუნდა მაცივარი", - აცხადებს პაიჭაძე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ