სოსო პავლიაშვილი - "ეს ნამდვილი ბოდვაა"

სოსო პავლიაშვილი - "ეს ნამდვილი ბოდვაა"

ორიოდე კვირის წინ ქართულ მედიასივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ სოსო პავლიაშვილს თავისი მეგობარი ბიზნესმენის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს. 46 წლის ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი გასულ წელს საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. მოგვიანებით მოკლულის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გამოაცხადა, რომ ამ დანაშაულთან ცნობილ მომღერალს ჰქონდა კავშირი, რომელსაც მასთან საერთო ბიზნესინტერესებიც აკავშირებდა.

დეკემბრის ბოლოს პავლიაშვილის დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია დააკავეს სხვა ადამიანებთან ერთად, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ქართველ სამართალდამცველებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. რუსმა ჟურნალისტებმა ამ ამბავთან დაკავშირებით თვით სოსოს სთხოვეს კომენტარი, რომელმაც ასეთი პასუხი გასცა მათ: "ეს არის ნამდვილი ბოდვა. ვიღაც ადამიანები განგებ მივრცელებენ ამგვარ ჭორებს, რომ ჩემი სახელი შებღალონ. რატომ? ეს თვითონაც არ ვიცი". მეგობრის გარდაცვალების შემდეგ მომღერალი ამბობდა, რომ ნახევარი ადამიანი გახდა, ისე განიცადა ეს ამბავი. ადუაშვილი მისი ბავშვობის მეგობარი იყო, მერე კი - პარტნიორიც საერთო ბიზნესში. "ახლაც ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. ადამიანებს სრულიად აღარ შერჩათ ადამიანურობა, რაკი ცდილობენ, ასეთი ტრაგედიაც კი სენსაციად აქციონ. ჩემთვის ეს მტკივნეული და უსიამოვნო ამბავია", - დასძენს მომღერალი.

მოგეხსენებათ, სოსო რუსეთში ძალიან უყვართ, შოუბიზნესში კი აფასებენ, განსაკუთრებით ალა პუგაჩოვა, რომელმაც ამას წინათ მელოდიაზე ტექსტი დაუწერა. სიმღერის პრემიერა რუსულ პოპულარულ შოუ "ფაქტორ ა"-ში შედგა. პრემიერის დასასრულს ალა პუგაჩოვამ განაცხადა, რომ მელოდია პავლიაშვილისგან მოისმინა და იმდენად გულწრფელად იყო შესრულებული, რომ მასზე ასეთივე გულწრფელი ტექსტის დაწერა მოისურვა და გამოვიდა არაჩვეულებრივი სიმღერა. სოსო პავლიაშვილმა პუგაჩოვასგან პრემიერის ბოლოს რამდენიმე კოცნაც დაიმსახურა. ტექსტის მიხედვით, სავარაუდოდ, ალამ სიმღერა თავის ქალიშვილს მიუძღვნა. სიმღერას "ჩემო გოგონა" ჰქვია და დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი დასრულების შემდეგ სოსო პავლიაშვილმა ალა პუგაჩოვას შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ღმერთი გფ­არავდეთ, დიდი მადლობა, რომ თქვენ ჩემს ცხოვრებაში ხართ!.." როგორც სოსო ამბობს, ალა პუგაჩოვა რუსულ შოუბიზნესში მისთვის ერთ-ერთი ყვ­ელაზე ახ­ლობელი ადამიანია. "როცა ის მირეკავს, ვტირი", აღი­არებს ქართველი მომღერალი.

პუგაჩოვა თავისი სიმღერების შესრულების უფლებას ძალიან ცოტა მომღერალს აძლევს, მათ შორის კი სოსო პავლიაშვილი ნამდვილად არის. მან რუსული შოუბიზნესის პრიმადონას საიუბილეო კონცერტზე "ლუბოვ პახოჟაია ნა სონ" იმღერა. სოსო პავლიაშვილი რუსეთში აქამდეც დიდი პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ როგორც მითხრეს, ახლა მისთვის ყველა კარი ღიაა და ძალიან მაღალი დონის კონცერტებზე სიამოვნებით იწვევენ.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ