სასჯელაღსრულების სამინისტრო პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო მთავარ პროკურატურას პრეზიდენტის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, საქმე ეხება 23 თებერვალს პირველი არხის ეთერში, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პენიტენციურ სისტემაზე გაკეთებულ განცხადებებს.

"სამინისტროს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გამონათქვამები იძლევა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველს, ამდენად, სამინისტრო მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას - დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და დაიკითხოს მათი ავტორი, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ინფორმაციის მატარებელიც და გამავრცელებელიც", - აღნიშნა კორძაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ