პრეზიდენტის თქმით, ბანკებთან დაკავშირებით ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა მიაწოდა

პრეზიდენტის თქმით, ბანკებთან დაკავშირებით ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა მიაწოდა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "მხოლოდ უხარია", თუკი ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შესყიდვის შესახებ მისი ინფორმაცია არ დასტურდება.

"ეს ინფორმაცია მქონდა ეროვნული ბანკიდან. თუ ეს ასე არაა, მხოლოდ გამიხარდება. ლადოსთვის მომილოცავს და იმედია, ამის საფრთხე არც მომავალში იქნება", - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქართული ბანკებით რუსული ბანკების დაინტერესების თაობაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელობის კომენტარს, რომლებიც აღნიშნულს უარყოფენ.

რაც შეეხება სხვა ბანკებს, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით "ზუსტად იცის". "თიბისიზე რომ არის მოლაპარაკება, ეს ვიცი ზუსტად, "გაზპრომბანკმა" რომ გამოხატა ინტერესი, ეს ვიცი ზუსტად _ ქართულ-რუსული ბანკია. ყველამ ვიცით, რომ რუსული ფულით არის შექმნილი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს დიდი ქონება რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდება.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაღება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსულ ბანკებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია "თიბისი ბანკმაც" და "ლიბერთი ბანკმა" უკვე უარყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა