"ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცო­ლი ასლან აბა­ში­ძის შვილის "ჰა­მერს" და­აქ­რო­ლებ­და"

"ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცო­ლი ასლან აბა­ში­ძის შვილის "ჰა­მერს" და­აქ­რო­ლებ­და"

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას­თან ერ­თად თა­ვი­სუ­ფა­ლი გავ­ხდი. მთავ­რო­ბის აღარ მე­ში­ნი­ა. ნაც­მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­თვის მქონ­და ში­ში, რომ რა­მე უბე­დუ­რე­ბას "გა­მი­ჩა­ლი­ჩებ­დნენ". ასე­თი ში­ში ბევრს ჰქონ­და, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო მო­მარ­თუ­ლი იყო, ხალ­ხი გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა.

- ალე­კო, შენს გა­და­ცე­მა­ში ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც საკ­მა­ოდ მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ...

- წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფონ­ზე ახა­ლი მთავ­რო­ბა ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზი­ა. ჩე­მი თვით­მი­ზა­ნი ვინ­მეს კრი­ტი­კა არ არის. ივა­ნიშ­ვილს ჯერ ისე­თი არა­ფე­რი ჩაუდენია, ხმლით ვეძ­გე­რო და ვაკ­რი­ტი­კო. კი ბა­ტო­ნო, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი არ მო­მე­წო­ნა და ვთქვი კი­დეც. თუნ­დაც ის, რომ ორი დღის მო­სულ­მა მი­ნის­ტრებ­მა თა­ვი­ან­თთვის პრე­მი­ე­ბი გა­მო­ი­წე­რეს. ასე­ვე არ მო­მე­წო­ნა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სე­ბი პოს­ტებ­ზე და­ნიშ­ვნი­დან მე­ო­რე დღეს­ვე 100.000-ლა­რი­ან ჯი­პებ­ში რომ ჩას­ხდნენ და ა.შ. თუმ­ცა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა არ და­უშ­ვია და ხომ არ მო­ვუ­გო­ნებ?! თა­ნაც იმ დროს, რო­დე­საც ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მო­დის და ამ­ბობს, ქვე­ყა­ნა­ში ტე­რო­რი, კრი­მი­ნა­ლი, ქა­ო­სი და რეპ­რე­სი­ე­ბი მძვინ­ვა­რებ­სო. დღე­და­ღამ ფე­ხით დავ­დი­ვარ და ვერც ქა­ოსს წა­ვაწყ­დი სად­მე და ვერც კრი­მი­ნალს. ყვე­ლა მიყ­რუ­ე­ბულ ქუ­ჩას პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟი აკონ­ტრო­ლებს. გარ­და ამი­სა, ნაც­მოძ­რა­ო­ბის­გან დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ლა­პა­რა­კი ხომ სა­სა­ცი­ლო­ა?! ან რო­მე­ლი ევ­რო­პის­კენ მი­დი­ოდ­ნენ, სინ­გა­პუ­რი რომ ჰქვი­ა?! სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სინ­გა­პუ­რი ყო­ფი­ლა ევ­რო­პა! სა­ა­კაშ­ვი­ლის კურ­სი ევ­რო­პა კი არა, აღ­მო­სავ­ლუ­რი ტი­რა­ნია იყო. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სა­ა­კაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად და­ამ­ყა­რებ­და ისეთ რე­ჟიმს, რო­გო­რიც არის თურ­ქმე­ნეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში და ა.შ. ვერც იმის საფ­რთხეს ვხე­დავ, დსთ-სკენ მივ­დი­ო­დეთ ან რუ­სეთს ვე­ხუ­ტე­ბო­დეთ... ამ ყვე­ლა­ფერს ჩემ­თან ერ­თად ვერ ხე­დავს ამე­რი­კის ელ­ჩიც, ჰო­და, რა ვქნათ მე და ნორ­ლან­დმა, თუ ვერ ვხე­დავთ და არც ამის ეჭ­ვი გვაქვს (ი­ცი­ნის). თუ ამას მხო­ლოდ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ხე­დავს, მი­სი პრობ­ლე­მა­ა. უმ­ჯო­ბე­სი­ა, ვა­ნოს პა­სუ­ხი მო­ეთხ­ო­ვოს ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ფრა­ზე­ბის გა­მო: 4 წელს ვერ და­ვე­ლო­დე­ბი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სო"... და კი­დევ უა­რე­სი: ჩვენ და­ვა­სუს­ტებთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს, ხალხს გად­მო­ვი­ბი­რებთ და ასე მო­ვალთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში­ო. ასე­თებს კა­მო ამბობდა და აკე­თებ­და კი­დეც მენ­შე­ვი­კე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სა­სუს­ტებ­ლად. სწო­რედ კა­მო­სა და ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძის რი­ტო­რი­კით ლა­პა­რა­კობს ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლისტ ეკა კვე­სი­ტა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, ჩემს დროს და­არ­სდა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ეს­ტრო", მე-9 არ­ხი" და სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, გაჩ­ნდა 30-მდე ჟურ­ნალ­-გა­ზე­თიო და ა.შ.

- სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში არც ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ა" შექ­მნი­ლა და არც "მა­ეს­ტრო". "კავ­კა­სი­ა" 1994 წელს და­არ­სდა... წლე­ბის წინ "მა­ეს­ტრო­ზე" ვმუ­შა­ობ­დი და სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უმუ­შე­ვა­რი დავ­რჩი, რად­გან "მა­ეს­ტროს" ლი­ცენ­ზი­ის აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და და რომ არა უცხ­ო­ელ­თა დახ­მა­რე­ბა, არც მის­ცემ­და. მოკ­ლედ, ეს ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით ცრუ­ობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის ტყუ­ი­ლებს ყავ­ლი გა­უ­ვი­და. "ი­მე­დის" დარ­ბე­ვა­ზე რა­ტომ არა­ფე­რი ჰკითხა კვე­სი­ტა­ძემ? მაგ­რამ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ვი­სი მე­უღ­ლეც არის და ამი­ტო­მაც ვერ შე­უბ­რუ­ნა კითხ­ვა მი­ხე­ილს. ისე, არც სა­ტე­ლი­ტუ­რი თეფ­შე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა დაგ­ვვიწყ­ე­ბია და არც სა­ტე­ლე­ვი­ზიო აპა­რა­ტუ­რის და­ლეწ­ვა. სა­ეჭ­ვო­ა, სა­ა­კაშ­ვი­ლის იაფ­ფა­სი­ა­ნი ტყუ­ი­ლე­ბის კვე­სი­ტა­ძე­საც კი სჯე­რო­დეს. ან რა გა­ზე­თე­ბის გა­მო­ცე­მა­ზე ლა­პა­რა­კობს სა­ა­კაშ­ვი­ლი, არ გვახ­სოვს, სა­გა­ზე­თო ჯი­ხუ­რებს რა და­მარ­თა? სა­ა­კაშ­ვი­ლის ზღაპ­რე­ბის მხო­ლოდ ბე­ბი­ა­მისს თუ სჯე­რა.

- ალე­კო, მახ­სოვს, გი­გი უგუ­ლა­ვა­ზე თქვი, ას­ლან აბა­ში­ძის ქო­ნე­ბა სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან ერ­თად გა­ი­ტა­ცა­ო...

- უგუ­ლა­ვამ აჭა­რის უშიშ­რო­ე­ბის მი­ნისტრ სო­სო გო­გი­ტი­ძეს კა­ბი­ნე­ტი­დან უამ­რა­ვი ფეხ­საც­მე­ლი მოჰ­პა­რა. ეს კა­ცი მა­ნი­ით იყო შეპყ­რო­ბი­ლი - იტა­ლი­ა­ში თუ სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში და­დი­ო­და ფეხ­საც­მე­ლე­ბის სა­ყიდ­ლად. იმ­ხა­ნად უგუ­ლა­ვა უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო. სა­კუ­თა­რი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ გა­მო­ზი­და ფეხ­საც­მე­ლე­ბი გოდ­რით. თუ არ ვცდე­ბი, 120 წყვი­ლი იყო. ალ­ბათ, დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით ცვეთს. უგუ­ლა­ვას გარ­და, ძმებ­მა ახა­ლა­ი­ებ­მა და სა­ნო­ძემ გა­ძარ­ცვეს ას­ლა­ნის ქო­ნე­ბა. ჰკითხ­ეთ, სად წა­ი­ღეს ას­ლა­ნის და მი­სი შვი­ლის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი. არა­და მახ­სოვს, სა­ა­კაშ­ვილ­მა ას­ლა­ნის მთე­ლი ქო­ნე­ბა, მათ შო­რის ეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ბა­თუ­მის სტა­დი­ონ­ზე რომ ჩა­მო­ამ­წკრი­ვა და თქვა, ამ ყვე­ლა­ფერს გავ­ყი­დით და ხალხს მო­ვახ­მარ­თო. ხალხს კი არა, თვი­თონ მო­იხ­მა­რეს. ისიც მახ­სოვს, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცო­ლი გი­ორ­გი აბა­ში­ძის "ჰა­მე­რით" რომ და­დი­ო­და. სა­ა­კაშ­ვი­ლიც და­აქ­რო­ლებ­და ას­ლა­ნის ავ­ტო­მო­ბილს. უგუ­ლა­ვამ და ახა­ლა­ი­ებ­მა გი­ორ­გი აბა­ში­ძის ჯაზ­კლუ­ბი და სა­ბი­ლი­არ­დო გა­ძარ­ცვეს და და­ი­ნა­წი­ლეს უძ­ვირ­ფა­სე­სი ხა­ტე­ბი, ია­რა­ღის კო­ლექ­ცი­ა. ჭი­ქე­ბიც კი მო­ი­პა­რეს. ისე და­ი­ტა­ცეს მთე­ლი ქო­ნე­ბა, თით­ქოს ბერ­ლი­ნი აე­ღოთ. იმ დღი­დან მივ­ხვდი, რა კა­ციც იყო უგუ­ლა­ვა. თუმ­ცა ერ­თი ჩვე­ნი კო­ლე­გა ამ­ბობს, უგუ­ლა­ვა ყვე­ლა­ზე წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­ა­ო. დი­ახ, ისე­თი წე­სი­ე­რი­ა, რომ 200 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ექ­ნე­ბა მო­პა­რუ­ლი თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან. შე­იძ­ლე­ბა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ფცი­ას ვარ­ღვევ, მაგ­რამ რა ვქნა, ვი­ცი, რომ ასე­ა. კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­საც და­გი­სა­ხე­ლებთ: უგუ­ლა­ვას ცო­ლი ლე­ლა კი­ლა­ძე პი­რა­დად იყო ჩარ­თუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქის კე­თილ­მოწყ­ო­ბის სამ­სა­ხუ­რის ტენ­დე­რებ­ში, სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბის ტენ­დე­რებ­ში და ა.შ. ვი­ცი, რომ კე­თილ­მოწყ­ო­ბის ბი­უ­ჯეტ­ში პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და. პრო­კუ­რო­რი რომ ვი­ყო, ამ საქ­მე­ებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­თაც გა­ვამ­ყა­რებ­დი. უგუ­ლა­ვაა წე­სი­ე­რი? ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 1.500 ლა­რი სტრიპ­ტიზ­კლუბ­ში რომ გა­და­რიცხ­ეს, ეს არის წე­სი­ე­რე­ბა? ისიც ვი­ცი, ვინ გა­და­რიცხ­ა ეს თანხა - თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლმა გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძემ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ქვეყ­ნი­დან არის გაქ­ცე­უ­ლი. მან ორი იტა­ლი­ე­ლი, რი­ყის დამ­პრო­ექ­ტე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი და­პა­ტი­ჟა "ნა­შებ­ში" სა­გუ­ლა­ოდ. ხარ­ჯთაღ­რიცხ­ვა­ში ფა­სე­ბი გა­ბე­რი­ლი­ა, თით­ქოს 700 ლა­რის კო­ნი­ა­კი და­ლი­ეს. სი­ნამ­დვი­­ლე­ში ამ ფას­ში ქა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბაც შე­დის და ამას ხომ ვერ და­წერ­დნენ?! ასე სცემ­დნენ ერ­თმა­ნეთს პა­ტივს - ზოგს ალ­პი­ნის­ტად აფორ­მებ­დნენ, ზოგ­საც - კოს­მო­ნავ­ტად. ეს რაც ცნო­ბი­ლი­ა, თო­რემ კი­დევ რა მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი ექ­ნე­ბათ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი, წარ­მო­მიდ­გე­ნი­ა. ახ­ლა გა­მო­დის უგუ­ლა­ვა და ამ­ბობს, გუ­ლი მწყდე­ბა, მე­ტი ხალ­ხი რომ ვერ და­ვა­საქ­მე­ო. სი­ა­ფან­დზე და­საქ­მე­ბას ჰქვია და­საქ­მე­ბა?! სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში სი­ა­ფან­დზე ყო­ფი­ლან გი­გა ნა­სა­რი­ძე­ე­ბი, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე­ე­ბი, ხა­ბა­ზე­ბი და ა.შ. 2.500 ლა­რი ჰქონ­დათ ხელ­ფა­სი და გა­უ­ორ­მაგ­დათ! 5.000 ლარს იღე­ბენ არა­ფერ­ში. რა იცის გი­გა ნა­სა­რი­ძემ გა­ნა­თე­ბის, ან ბა­სიშ­ვილ­მა და კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა - ქა­ლა­ქის კე­თილ­მოწყ­ო­ბის?!

თბი­ლის­ში არ არ­სე­ბობს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია თუ პა­ტა­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, უგუ­ლა­ვა წილ­ში რომ არ იჯ­დეს. ძველ თბი­ლის­ში, მე­ი­დან­ზე, სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით შენ­დე­ბა დი­დი შე­ნო­ბა, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ამ­ბობს, მათ შო­რის, "პრა­რა­ბე­ბი", რომ უგუ­ლა­ვას ობი­ექ­ტი­ა. იქ­ვე აშენ­და 4-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა, რომელიც სას­ტუმ­როსთვის არის გათვალისწინებული და კო­ბა ხა­ბაზს ეკუთ­ვნის. მშე­ნებ­ლებ­მა მითხ­რეს, ხა­ბა­ზი ყო­ველ­დღე მო­დის და პი­რა­დად გვა­მოწ­მებ­სო. იმ­დე­ნი ჭკუა კი აქვთ, რომ სხვა­ზე გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნათ ეს ყვე­ლაფე­რი, მაგ­რამ ვი­საც უნ­და ჰკითხ­ოთ, ყვე­ლა გეტყ­ვით, ვი­სი რო­მე­ლი შე­ნო­ბა­ა. უგუ­ლა­ვა არ იყო, ლას-ვე­გას­ში ერთ წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ რომ ჩაბ­რძან­და ვი­თომ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით, ცო­ლი კი ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში ამ­შო­ბი­ა­რა? ამის შე­სა­ხებ ფო­ტო­მა­სა­ლა "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" არ და­ი­ბეჭ­და?! არა­ვინ მითხ­რას, რომ ეს თან­ხა უგუ­ლა­ვამ ხელ­ფა­სი­დან და­ფა­რა...

სას­წრა­ფოდ შე­საც­ვლე­ლია მო­სა­მარ­თლე­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი და რაც მთა­ვა­რი­ა, სა­სა­მარ­თლო უნ­და გახ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სა­დაც არც ივა­ნიშ­ვილს და არც არა­ვის ხე­ლი არ უნ­და მი­უწ­ვდე­ბო­დეს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც" ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი ვნე­ბე­ბით და მის­წრა­ფე­ბე­ბით და თუ ვინ­მე რა­მე ზღვარს გას­ცდე­ბა, ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი უნ­და მი­ვუ­ჩი­ნოთ სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით. უგუ­ლა­ვაც იმი­ტომ ჩა­მო­ყა­ლიბ­და უგუ­ლა­ვად, რომ სა­სა­მარ­თლო არ არ­სე­ბობ­და.

ინტერვიუს: "უგუ­ლა­ვა იმი­ტომ ჩა­მო­ყა­ლიბ­და უგუ­ლა­ვად, რომ სა­სა­მარ­თლო არ არ­სე­ბობ­და"

ნი­ნო მა­ი­სუ­რა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ფოტოგალერეა

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"