მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში "ნისანის" მარკის ელექტრომობილით, დაცვის გარეშე მივიდა

მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში "ნისანის" მარკის ელექტრომობილით, დაცვის გარეშე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ნისანის" მარკის ელექტრომობილით, დაცვის გარეშე მივიდა.

ელექტრომობილს თავად მიხეილ სააკაშვილი მართავდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, თბილისის მერი გიგი უგულავა მეუღლესთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საპარლამენტო უმცირესობის სხვა ლიდერები.

"ხუთი კვირაა, რაც ნათელი გახდა, რომ დაცვის სამსახურს აქვს სერიოზული პრობლემები, დაცვის გარეშე დავდივარ. ჩვენ ვერავინ ვერ შეგვიშლის გადაადგილებას, ვერ შეგვიზღუდავენ ადამიანებთან შეხვედრას და ჩვენი ფუნქციების შესრულებას. ზედმეტი დრამატიზაცია და სპეკულაცია ამ თემაზე არ არის საჭირო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: კანონმორჩილი მძღოლი - პრეზიდენტის და პირველი ლედის გზა რეზიდენციიდან აეროპორტამდე

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა