პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურის განცხადებაზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურის განცხადებაზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებას. აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებას და კიდევ ერთხელ განმარტავს: იმ იაფფასიანი მანიპულაციების გამო, რომელიც პრემიერის უშუალო მითითებით ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ გადასაადგილებლად გამოიყენოს პირადი ტრანსპორტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოფარეხიდან მათ შეუძლიათ წაიყვანონ დაჯავშნული მანქანები.

რაც შეეხება დაცვის თანამშრომლებს, მათ უკვე დაწერილი აქვთ პატაკი სდსს-დან წასვლის შესახებ. ხოლო ბრალდებები იმის თაობაზე, თითქოს, მათ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და ამის გამო მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები უნდა იქნეს მიღებული, არის უსამართლო, რადგან ისინი პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდნენ",- ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა