ძაღლებისგან დაკბენილი ირემი ხელვაჩაურიდან ბათუმში გადაჰყავთ

ძაღლებისგან დაკბენილი ირემი ხელვაჩაურიდან ბათუმში გადაჰყავთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთიდან, ძაღლებისგან დაკბენილი ირემი ბათუმში გადაჰყავთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, მირზა ნოღაიდელმა განუცხადა.

როგორც ნოღაიდელმა აღნიშნა, ძაღლებისგან დაკბენილი ირემი სოფელ ჩიქუნეთის მცხოვრებმა მალხაზ ქოქოლაძემ მდინარეში იპოვა და გარემოს დაცვის სამსახურს დაუკავშირდა. მირზა ნოღაიდელის თქმით, ირემს დაზიანებული აქვს მარცხენა ფეხთან, აგრეთვე ზურგი და კისრის არე. მისივე თქმით, მკურნალობის შემდეგ ირემს სავარაუდოდ, კვლავ ველურ ბუნებაში გაუშვებენ.

"ირემი ეზოს ძაღლების მიერ არის დაკბენილი. დაახლოებით, 4-5 წლის ასაკის ირემი ტყიდან ჩამოვიდა სოფლ ჩიქუნეთში. დაკბენილი ირემი სოფელში მცხოვრებმა მალხაზ ქოქოლაძემ აღმოაჩინა მდინარე მაჭახელაში და კისრამდე წყალში შევიდა მის გადასარჩენად. მამალი ირემია და მარცხენა ფეხთან აქვს დაზიანება, ასევე, ზურგზე და კისრის არეშიც. გარდა ძაღლების დაკბენისა, ირემს მდინარისგანაც აქვს დაზიანება ქვებზე მინარტყამების გამო", - აღნიშნა მირზა ნოღაიდელმა.

ამ დროისთვის, ირემი გარემოს დაცვის სამსახურს სოფელ ჩიქუნეთიდან ბათუმში გადაჰყავს, რის შემდეგაც ზოოპარკთან არსებულ ვეტერინარულ კლინიკაში მოათავსებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"