მიხეილ სააკაშვილი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საუბრობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში განუცხადა , რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკბეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს.

"მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. საინტერესო ის არის, რომ სადიკოვი გარდაბნელია და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის. რამდენიმე დღის წინ ე.წ ამნისტიით გაშვებულმა ჩახალიანმა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით "რედისონში" მოაწყო პრესკონფერენცია და ჩემი დაპატიმრება მოითხოვა. ასევე, ყველამ იცის, რომ მთელი ეს წლები იგი ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას. დავფიქრდეთ!მე ეს მეცნობა 90-იანი წლებიდან, როდის იყო ბოლოს საუბარი ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანელებზე, სომხებზე. ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. სულაც არ მიხარია, რომ ეს თემა წამოიჭრა. ჩვენ რომ ჩახალიანი არ გაგვეშვა, ამ ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგიონული კოორდინაცია მართებს, ბევრი რამ გასააზრებელი და დასალაგებელია. "საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი და ნამდვილად ვაპირებ შევასრულო ეს ფუნქცია, იმის მიუხედავად, ვინ რა დაბრკოლებას შემიქმნის. ჩვენი შიდა პრობლემების მიუხედავად, ბოლო 48 საათი ვარწმუნებდი აზერბაიჯანელებს, ფული ჩაედოთ საქართველოში, ვსაუბრობდი ყარსი-ახალქალაქის, იგივე თბილისი-ლონდონის რკინიგზის დასრულებაზე. ეს არ არის აბსტრაქტული პიარ პროექტი. დაკავებული ვიყავი იმით, რომ ის გაუგებრობა, რაც წარმოიშვა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში აზერბაიჯანთან, საქართველოს სასიკეთოდ შემოგვებრუნებინა. არ მიფიქრია, ვინ ვის როგორ ემუქრება და ვინ რას ამბობს. თუ არ ვილაპარაკებთ სასაცილო სიმბოლოებით და ვისაუბრებთ ადამიანური და სახელმწიფოებრივი ენით, ყველა საკითხზე შეიძლება შეთანხმება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა