რა­ტომ შე­ჩერ­და პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის­ რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა

რა­ტომ შე­ჩერ­და პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის­ რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ამ სა­ი­დუმ­ლო პრო­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბი გა­ა­სა­ჯა­როვ­ა, ირ­კვე­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "არ­ტექ­სთან" 2012 წელს გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­გეგ­მი­ლი იყო პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის რე­ზი­დენ­ციის მშე­ნებ­ლო­ბა. მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როს მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რე­ზი­დენ­ცი­ის აშე­ნე­ბის­თვის 26 მი­ლი­ო­ნი ლა­რი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. მშე­ნებ­ლო­ბა 2012 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მი­ზეზ­თა გა­მო, რა­საც კომ­პა­ნია "არ­ტექ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ ები­ტაშ­ვი­ლი ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებ­თან შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბით ხსნის, მშე­ნებ­ლო­ბის ვა­და 1-ელ იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­და. პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის რე­ზი­დენ­ცია 7-სარ­თუ­ლი­ა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის შე­ნო­ბა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე ავ­ტო­ფა­რე­ხი გან­თავ­სდე­ბო­და, ზე­და სარ­თუ­ლებ­ზე კი მი­სა­ღე­ბი, სა­კონ­ფე­რენ­ციო და სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ოთა­ხე­ბი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს სის­ტე­მა­ტ­უ­რად ადევ­ნებ­დნენ თვალს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი. ისი­ნი არა­ერ­თხელ შე­უ­ნიშ­ნავთ ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე. ამ­ჯე­რად მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ა, მხო­ლოდ კარ­კა­სი დგას.

P.S. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩერ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის­თვის ცალ­კე რე­ზი­დენ­ცია აა­შე­ნოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბას მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ი­დან გა­აგ­რძე­ლებს. რა ფუნ­ქცია მი­ე­ნი­ჭე­ბა შე­ნო­ბას და იგეგ­მე­ბა თუ არა მი­სი გას­ხვი­სე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბი­ა. რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყ­ე­ბას უკ­ვე გა­და­ე­ცა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა