საქართველოს ბიუჯეტიდან სტიქიისგან დაზარალებულებისთვის 53 მილიონ ლარზე მეტი უკვე გაიცა. მოსახლეობის ნაწილი თანხას სოფლის მეურნეობას მოახმარს, ნაწილმა კი საკუთარი ოცნება აიხდინა და ნანატრი მანქანა შეიძინა. კომპენსაციით კმაყოფილი კახელების ოჯახებს კი ერთი ახალი სადღეგრძელო შეემატა - "გაუმარჯოს ივანიშვილს".